მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 1:8

7. And he said unto them, It is not for you to know the times or the seasons, which the Father hath put in his own power.8. But ye shall receive power, after that the Holy Ghost is come upon you: and ye shall be witnesses unto me both in Jerusalem, and in all Judaea, and in Samaria, and unto the uttermost part of the earth.9. And when he had spoken these things, while they beheld, he was taken up; and a cloud received him out of their sight.
Acts თავი 1
8. But ye shall receive power, after that the Holy Ghost is come upon you: and ye shall be witnesses unto me both in Jerusalem, and in all Judaea, and in Samaria, and unto the uttermost part of the earth.
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა (1,8).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მოიღოთ ძალი სრულებისაჲ მოსლვითა თქუენ ზედა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა არღარა ცუდთა გამოძიებათა ზრუნვიდეთ, არამედ შეუდგეთ საქმესა თქუენსა, რამეთუ არღარა გაყენებ გზისაგან წარმართთაჲსა და ქალაქისაგან სამარიტელთაჲსა, ვითარ-იგი პირველ, არამედ იერუსალემით იწყეთ და ჰურიასტანი განვლეთ, თანა სამარიაჲთურთ, და ზოგად ყოველსა სოფელსა მიჰფინეთ ქადაგებაჲ ჩემი, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა, რაჲთა საქმით იხილოთ სიტყუათა ჩემთა აღსრულებაჲ, რომელ წინაჲსწარ გარქუ, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა" () და შემდგომი ამისი.

თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა (1,13).:

...თ და ჩუენცა მორწმუნენი, არამედ ვითარცა შვილნი სულითა წმიდითა აღთქუმისაჲთა, რამეთუ მრჩობლ არიან აღთქუმანი: პირველად — წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გესმოდის რაჲ: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა" (), და მეორედ — ქრისტესგან, ვითარმედ: "მოიღოთ ძალი მოსლვასა თქუენ ზედა სულისა წმიდისასა" ().

მოციქულისაჲ: რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა (1,14).

თარგმანი: წინდად საუკუნოჲსა მკჳდრობისა უწოდს სულსა წმიდასა, რამეთუ არა ხოლო აღთქუმა არს, არამედ წინდცა უეჭუელობისა მათისა; და კუალად, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, რამეთუ დაღაცათუ აწვე გამოჴსნილ ვართ, არამედ მაშინ იქმნების უსრულესი გამოჴსნაჲ, რაჟამს არა ხოლო ცოდვათა და ვნებათაგან საეშმაკოთა, არამედ ცოდვილთა და ვნებულთა კაცთა მახლობელობისაგან გამოიჴსნნენ წმიდანი, რაჟამს-იგი მწყემსმან მან განარჩინეს ცხოვარნი თიკანთაგან, და იფქლი — ღუარძლისაგან, რომელსა ეწოდების ჭეშმარიტი შეწევნაჲ, რაჟამს დაუყენებელ და განუწვალებელ იყოს წმიდათაგან ხედვაჲ ღმრთისაჲ და არარაჲ იყოს მათ შორის კრეტსაბმელი, ანუ სიზრქისა ჴორცთაჲსაჲ ანუ არმურისა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲსაჲ. ხოლო ესე ყოველი იქმნების ჩუენ ზედა, არა რაჲსა სხჳსათჳს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, არამედ რაჟამს-იგი ამაღლდებოდა ზეცად, უბრძანა, რაჲთა ჰურიათაცა უქადაგონ, და უფროჲსად პირველ სხუათასა, რამე-თუ თქუა: „შეიმოსოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.

და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ“. ამისთჳსცა მოციქულთა პირველად ჰურიათა მიმართ იწყეს ქადაგებად და მრავალ ჟამ იქცეოდეს იერუსალჱმს, და მერმე იდევნნეს მათ მიერ და ეგრეთ მიმოდაიბნინეს წარმართთა შორის; ვითარცა აწ მოასწავებს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას“; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, შემდგომად აღდგომისა ჰურიათაცა უქადაგებდეს და წარმართთაცა, გარნა უმეტესად ჰურიასტანს იქცეოდეს.

ხოლო ვინაჲთგან იგინი გულფიცხელობასავე შინა ეგნეს და სდევნიდეს, ამისთჳს პავლე თარგმნის ამას იგავსა. ოდეს-იგი მჴდომად აღუდგეს მას ჰურიანი, მიუგო და ჰრქუა მათ: „თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუ...

სრულად ნახვა