მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 10:4

3. He saw in a vision evidently about the ninth hour of the day an angel of God coming in to him, and saying unto him, Cornelius.4. And when he looked on him, he was afraid, and said, What is it, Lord? And he said unto him, Thy prayers and thine alms are come up for a memorial before God.5. And now send men to Joppa, and call for one Simon, whose surname is Peter:
Acts თავი 10
4. And when he looked on him, he was afraid, and said, What is it, Lord? And he said unto him, Thy prayers and thine alms are come up for a memorial before God.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იხილა მან ჩუენებით განცხადებულად, ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისსა და ჰრქუა მას: კორნილიე! და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა. და ჰრქუა მას: რაჲ არს, უფალო? ხოლო მან ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი, და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. ამისი ვანი არს სიმონის ვისთანამე მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა (10,3-6).:

თარგმანი: ოდეს-იგი უმეტეს დაწყნარებით და მოცალებით ლმობიერ იყო ლოცვასა შინა ცხრა ჟამს, ეჩუენა ანგელოზი ხილვითა განცხადებულითა, და პირველად ზომიერითა შიშითა აღპყრობილ ყო გონებაჲ მისი, და ეგრეთღა მიუთხრა, რასა-იგი უბრძანებდა ქმნად. ხოლო პირველად ახარა, ვითარმედ მოწყალებითა ფრთოვან იქმნა ლოცვაჲ მისი აღსლვად წინაშე ღმრთისა, რომელმან მოიჴსენა აღვსებად სარწმუნოებითა სიმრავლე იგი კეთილთა საქმეთა მისთაჲ. ამისსა შემდგომად არა პეტრეს მიმართ მიავლენს, რაჲთა არა იგი ოდენ მარტოჲ ცხონდეს, არამედ პეტრეს მოწოდება სცემს, რაჲთა, ყოვლით სახლეულითურთ ცხოველ იქმნეს სარწმუნოებით ქრისტესითა, და ზედა-მიწევნით აუწყებს ადგილსა პეტრესსა და სახლსა შემწყნარებელისა მისისასა თანა ჴელოვნებითურთ, რაჲთა არა შეცთომილნი მიმოეძიებდენ მას, არამედ ზღჳს კიდესა იძიონ, რამეთუ მარადის ჩუეულებაჲ აქუნდა მოციქულთა ძიებად ადგილსა მყუდროსა, ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან: მივედით თქუენ თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა.

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ჭირის ნაყოფი და მშვიდი ლოცვა:

...მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა“** ().

ასევე კორნელიუსიც შესმენილ იქნა, რადგან ლოცვა ჰყავდა შუამდგომლად. ამბობს: „ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა“ (). სამართლიანადაც, რადგან ის, რაც შეისმინება, სწორედ საქმეები და კეთილი აღსრულებანია; ხოლო ლოცვები — უბრალოდ კი არა, არამედ ის ლოცვები, რომლებიც ღვთის სჯულის მიხედვით აღესრულება. და რომელია ეს ლოცვები? ისინი, რომლებიც იმას ითხოვენ, რისი მიცემაც ღმერთს შეჰფერის, და რომლებიც მას არ სთხოვენ მისი სჯულების საწინააღმდეგოს. და ვინ არის, ამბობს, ისეთი კადნიერი, რომ ღმერთს მისი სჯულების საწინააღმდეგოს გაკეთება მოსთხოვოს? ის, ვინც მას მტრების წინააღმდეგ ევედრება, რადგან ეს მის მიერ დადებული სჯულის წინააღმდეგაა. რადგან თვითონ ამბობს: „ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...ვე წმიდა იყოს თქუენდა“.

ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა“.

ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამეთუ ქალწულთა რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასძლოჲსა მისგან, და რომელთა აქუნდა, ბრწყინვალედ შევიდეს.

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ვიღუაწოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაჲთა წყალობაჲცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ დიდებაჲ, პატივი და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა