მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 10:47

46. For they heard them speak with tongues, and magnify God. Then answered Peter,47. Can any man forbid water, that these should not be baptized, which have received the Holy Ghost as well as we?48. And he commanded them to be baptized in the name of the Lord. Then prayed they him to tarry certain days.
Acts თავი 10
47. Can any man forbid water, that these should not be baptized, which have received the Holy Ghost as well as we?
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: წყლისაგან ნუ-რაჲ ყენება არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ? და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რავდენმე (10,47-48).:

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ნათლის-ღებითა ცხოვნებაჲ წარმართთაჲ, ამისთჳს სიტყუა-უგებს პეტრე, ვითარმედ: რაჲღა ყენება არს ნათლის-ცემად მათდა? ცხად არს, ვითარმედ აყენებდეს მას, ვიდრემდის აღჳრ-ასხნა სასწაულმან მან სულისა წმიდისამან. ხოლო შენ იხილე საჭიროდ საჴმარებაჲ წყლითა განბანისა და ნათლის-ღებისაჲ, რამეთუ აჰა ღირს-ქმნულნიცა მადლსა სულისასა წყლითა ნათლის-ღებისავე მოქენე არიან. ამისთჳს არა იტყჳს პეტრე, ვითარმედ: რადღა საჴმარ არს წყლითა ნათლის-ცემაჲ სულითა წმიდითა აღვსებულთადა; არამედ: რაჲ ყენება არსო. ცხად არს, ვითარმედ ვინაჲთგან პირველი შობაჲ ჩუენი ხრწნილებითი არს, საჴმარ არს ჩუენდა მეორედ შობაჲ უხრწნელებითი, რომლისათჳს იტყჳს უფალი: უკუეთუ არა იშვნეთ წყლისაგან და სულისა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ღმრთისასა, რამეთუ წყლისა მიერ ხატებაჲ განახლდების, ხოლო სულისა მიერ შვილებისა მადლი მოგუეცემის და გულსავსებასა მოვიღებთ მკუდრეთით აღდგომისა და ცხორებისასა, რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა და კუალად აღმოღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს შემდგომად ერთ-გზის სიკუდილისა და განხრწნისა კუალად მეორედ აღდგომაჲ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).:

...რას უკუე გამოეძიებ, რამეთუ გამოაჩინა მოციქულმან პეტრე ფრიადი იგი საჴმარობაჲ მისი, რაჟამს მოვიდა ოდესმე სული წმიდაჲ პირველ წყლისა ვიეთმე ზედა, არამედ მოციქულმან არავე უდებ-ყო საბანელი წყლისაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „რაჲღა ყენება არს ნათლისცემად, რომელთა ზედა სული წმიდაჲ გარდამოჴდა, ვითარცა-ესე ჩუენ ზედა?“

ხოლო თუ რაჲ არს საჴმარობაჲ იგი წყლისაჲ, იგიცა ვთქუა ძალისაებრ ჩემისა, რამეთუ მრავალნი არიან საქმენი მისნი, გარნა მრავალ-თა მათგან ერთი ვთქუა. ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოჲ სახჱ აღესრულების მას ზედა: დაფლვაჲ, სიკუდილი და აღდგომაჲ და ცხორებაჲ. და ესე ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავჰყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი, და დაინთქმის სრულიად ყოველივე. და კუალად რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვი-თარცა ადვილ არს შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა და აღმოღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაჲ და დანთქმაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ და გამოჩინებად ახლისა. ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ძალი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმჱ ესე. ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვ...

სრულად ნახვა