მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 4:35

34. Neither was there any among them that lacked: for as many as were possessors of lands or houses sold them, and brought the prices of the things that were sold,35. And laid them down at the apostles' feet: and distribution was made unto every man according as he had need.36. And Joses, who by the apostles was surnamed Barnabas, (which is, being interpreted, The son of consolation,) a Levite, and of the country of Cyprus,
Acts თავი 4
35. And laid them down at the apostles' feet: and distribution was made unto every man according as he had need.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა, და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს, და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა (4,33-35).:

თარგმანი: სასწაულთა მიერ და კურნებათა ცხად ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა ქრისტეს აღდგომისასა, ხოლო მოწაფენი მოციქულთანი ამის მიერ მადლთა დიდთა ღირს იქმნებოდეს, რამეთუ არავინ იყო მათ შორის ნაკლულევან, არამედ მდიდართა აღავსეს ნაკლულევანებაჲ გლახაკთაჲ, და ურთიერთას სიყუარულითა ყოველთა შორის საცნაურ ყვეს მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ არცაღა ჴელთა მიცემად იკადრებდეს, არამედ ფერჴთა თანა მოციქულთასა დასდებდეს საფასესა თჳსთა სახლთა და აგარაკთასა, რაჲთა ვითარცა სულნი, ეგრეთვე ჴორცნი და სიმდიდრენი თჳსნი მათდა განსაგებელ ყვნენ და არა თჳთ განუყოფდეს, რაჲთა არა მათ ზუაობაჲ და უღონოთა განსაყოფელისათა სირცხჳლი შეემატოს, არამედ ვითარცა ზოგადსა საუნჯესა შინა შეჰკრებდეს, და მიერ ყოველნი სწორად მიიღებდეს, რაჲთა არღარა ჩნდეს მდიდარი და გლახაკი, არამედ ყოველნი სწორ, და რაჲთა ერთბამად სხუათა ჴელისაგან გამოიზარდებოდინ, ვითარცა ძმანი ქრისტეს მიერ.

ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...განა მათემ მეზვერის დახლი არ დატოვა? განა მთელი ქვეყნიერება მათთვის უფრო მეტად არ იყო გახსნილი, ვიდრე მეფეებისთვის? განა ყველანი ფულს მათ ფერხთით არ დებდნენ, როგორც წერია: „და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“ ()? განა მათ არ ხდიდნენ განმგებლებად და მბრძანებლებად? განა სულებსაც მათ არ ანდობდნენ? განა მთლიანად მათ რჩევაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი? განა საკუთარ თავს მათ მონებადაც არ ჩაწერდნენ? და ახლაც განა ბევრ ასეთ რამეს არ ვხედავთ, რომ ხდება? რადგან მრავალნი, რომლებიც ხშირად მცირე და მდაბალი მდგომარეობიდან იყვნენ, მხოლოდ თოხს ხმარობდნენ და აუცილებელი საზრდოც კი საკმარისად არ ჰქონდათ, მაგრამ მონაზვნებად იწოდებოდნენ, ყველაზე მეტად გამოჩნდნენ და მეფეებისგანაც პატივი მიიღეს.

მაგრამ ეს მცირე რამ არის? მაგრამ გაიაზრე, რომ ეს მხოლოდ დამატებაა;...

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ჭეშმარიტი მეგობრობის სიდიადე და საზღაური:

...როს, და არ ვამბობ მთავარ მოციქულებზე, არამედ თვით მორწმუნეებზე, ნათქვამია: „ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად." (); და „მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა." ().

მაშინ არ არსებობდა „ჩემი" და „შენი". ეს არის მეგობრობა: კაცმა თავისი თავისად კი არ მიიჩნიოს, არამედ მოყვასისად, ხოლო თავისი - სხვისად; რათა ისე გაუფრთხილდეს მის სულს, როგორც საკუთარს, და მანაც ასეთივე განწყობა გამოაჩინოს. და სად შეიძლება, ამბობს, ასეთი რამ მოიძებნოს? დიახ, შეუძლებელია, რადგან არ გვინდა; თორემ ნამდვილად რომ გვინდოდეს, ფრიად შესაძლებელი იქნებოდა. რადგან შეუძლებელი რომ ყოფილიყო, არც ქრისტე გვიბრძანებდა და არც სიყვარულის შესახებ იტყოდა ამდენს. დიდია მეგობრობა, და რამდენად დიდია, ამას ვერავინ ისწავლის და ვერც რომელიმე სიტყვა წარმოაჩენს, გარდა თვით გამოცდილებისა....

სრულად ნახვა