თარგმანი: ვითარცა ერისმთავარი ზეცისა მეუფისაჲ, ეგრეთ მიმოჰვლიდა თავი მოციქულთაჲ ყოველსა სოფელსა შინა, რაჲთა, რომელიცა კერძოჲ იხილოს ქრისტეს ბანაკისაჲ მოუძლურებულად, დაჴსნილი იგი განაძლიეროს, ხოლო ახოვანი უმეტესად განამტკიცოს და განაძლიეროს. ამისთჳს შთავიდა ლუდიას, რომელსა-იგი აწ დიოსპოლი უწოდიან, და მივიდა წმიდათა მათ. ეჰა მაშინდელიღა იგი სიმდიდრე სათნოებისაჲ! ვითარ ლიტონთა და მსოფლიოთა კაცთა წმიდა ეწოდებოდა, რომელი აწ ჰეთუმცა მონაზონთათჳს ითქუმოდა, სოფლით განშორებულთა. ხოლო სლვასა მას შინა პეტრესსა მრავალთა მოქცევისა მიზეზ ყო განკურნებაჲ რვა წელ მდებარე შესწავებულისა ენეაჲსი, და არღარაჲ სიტყუაჲ მოჰჴადა მას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისათჳს, ხოლო სასწაული იგი უფალსა მიაჩემა დიდად-შუენიერებითა სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ: არა მე, არამედ იგი განგკურნებს შენ. გარნა მისი სარწმუნოებაჲ ამით გამოჩნდა, რამეთუ მყის სმენასავე თანა სიტყჳსასა აღდგა და ესოდენ სრულიად განმრთელდა, ვიდრეღა ყოველთა მკჳდრთა ლუდიისა და სარონისათა მომაქცეველ ექმნა მის ზედა ქმნილი იგი საკჳრველებაჲ. შეისწავე უკუე, ვითარმედ სხუაჲ არს სარონი ესე მახლობელი ლუდიისაჲ და სხუა —...
Acts 9:34
...ზეცათაჲსა განათლებულმან. ხოლო ოდეს ჯუარ-ცუმისათჳს თქუა: „არა იყოს ესე“, შეჰრისხნა მას უფალმან ძლიერად. აწ უკუე ჩუენცა მარადის ესევითართამცა სიტყუათა ვიტყჳთ, რაჲთა ცხად იყვნენ, ვითარმედ ქრისტეს მიერ არიან. რამეთუ არა თუ ოდეს ვთქუა, თუ: ენეა, აღდეგ და ვიდოდე, ანუ თუ ვთქუა: ტაბითა, განიღჳძე, მაშინ ოდენმცა იყვნეს ქრისტეს სიტყუანი, არამედ უკუეთუ ბოროტისმყოფელნი ჩემნი ვაკურთხნე, უკუეთუ მდევართა ჩემთათჳს ვილოცო, უკუეთუ ძმასა კეთილი რაჲმე ვასწავო, ქრისტეს სიტყუანი არიან ესევითარნი ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს, მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?
ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცაიგი სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?“ იხილეა სიტყუაჲ ესე სიმშჳდისაჲ? დიდებაჲ აურაცხელსა სახიერებასა მისსა! არა უბრძანა ქუეყანასა დანთქუმად ეშმაკეულისა მის ბოროტისა მონისა, არა დაწუა ცეცხლითა, არამედ ეტყოდა: „რაჲსა მცემ მე?“ ჵ საქმე, სავსე შიშითა და ძრწოლითა!...