მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 9:40

39. Then Peter arose and went with them. When he was come, they brought him into the upper chamber: and all the widows stood by him weeping, and shewing the coats and garments which Dorcas made, while she was with them.40. But Peter put them all forth, and kneeled down, and prayed; and turning him to the body said, Tabitha, arise. And she opened her eyes: and when she saw Peter, she sat up.41. And he gave her his hand, and lifted her up, and when he had called the saints and widows, presented her alive.
Acts თავი 9
40. But Peter put them all forth, and kneeled down, and prayed; and turning him to the body said, Tabitha, arise. And she opened her eyes: and when she saw Peter, she sat up.
თავი ი̂დ. განკურნებისათჳს ენეაჲსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ტაბითაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოც; და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ! და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი, და იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა, ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და მრავალთა ჰრწმენა უფალი. და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სიმონის ვისმე მეპრატაკისა თანა. (9,40-43).:

თარგმანი: ამასცა ზედა მოძღუარსა თჳსსა ქრისტესა ემსგავსებოდა ყოველსავე შინა მობაძავი იგი მისი პეტრე, რამეთუ არა მრავალთა წინაშე საჩუენებელად, არამედ თჳსაგან მარტოჲ აღასრულებს სასწაულსა ამას საკჳრველსა. ამისთჳს განავლინნა ყოველნი, რაჲთა არა აღაშფოთონ ლოცვაჲ მისი გოდებითა. და თავადი მუჴლთმოდრეკით და შიშით ითხოვდა ღმრთისაგან აღდგინებასა მკუდრისასა, რამეთუ ესე პირველი მკუდარი იყო პეტრეს მიერ აღდგინებული. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარ ოდესმე ადვილად აჩრდილებითა ოდენ მოციქულთაჲთა ჰყოფს ღმერთი სასწაულთა, რაჲთა საკჳრველებისა მიერ მხედველთა სარგებელი მოატყუას, ხოლო ოდესმე შრომით, ლოცვითა ჰყოფს რაჲთა თჳთ მოქმედთა მათ სასწაულთასა სიმდაბლე და შევრდომაჲ ღმრთისაჲ ასწავოს, ვითარ-ესე აწ პეტრე მუჴლთ-მოდრეკით შეუვრდა ღმერთსა, და ეგრეთღა ჴმა-იყო მკუდარსა, რომელმან-იგი ჴმითა მით თუალნი აღიხილნა და ხილვითა პეტრესითა ზე წარმოჯდა, ხოლო ჴელის მიცემითა სრულიად ზე აღდგა და ესრეთღა მისცა იგი მოციქულმან წმიდათა მათ და ქურივთა, რომელნი მოქენე იყვნეს აღდგინებად მისსა. ამის სასწაულისა განთქუმულებითა მრავალნი შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო შემდგომად დიდებულისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა:

...(მათ. 16,22) შეჰრისხნა მას უფალმან ძლიერად. აწ უკუე ჩუენცა მარადის ესევითართამცა სიტყუათა ვიტყჳთ, რაჲთა ცხად იყვნენ, ვითარმედ ქრისტეს მიერ არიან. რამეთუ არა თუ ოდეს ვთქუა, თუ: ენეა, აღდეგ და ვიდოდე, ანუ თუ ვთქუა: ტაბითა, განიღჳძე, მაშინ ოდენმცა იყვნეს ქრისტეს სიტყუანი, არამედ უკუეთუ ბოროტისმყოფელნი ჩემნი ვაკურთხნე, უკუეთუ მდევართა ჩემთათჳს ვილოცო, უკუეთუ ძმასა კეთილი რაჲმე ვასწავო, ქრისტეს სიტყუანი არიან ესევითარნი ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს, მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?

ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცაიგი სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?“ იხილეა სიტყუაჲ ესე სიმშჳდისაჲ? დიდებაჲ აურაცხელსა სახიერებასა მისსა! არა უბრძანა ქუეყანასა დანთქუმად ეშმაკეულისა მის ბოროტისა მონისა, არა დაწუა ცეცხლითა, არამედ ეტყოდა: „რაჲსა მცემ მე?“ ჵ საქმე, სავსე შიშითა და ძრწოლითა! და მარადის ესრეთ ტკბილ და სახიერ იყო სიტყუაჲ მისი და მარადის ასწავლიდა და უმჯობესსა...

სრულად ნახვა