მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 1:12

11. Strengthened with all might, according to his glorious power, unto all patience and longsuffering with joyfulness;12. Giving thanks unto the Father, which hath made us meet to be partakers of the inheritance of the saints in light:13. Who hath delivered us from the power of darkness, and hath translated us into the kingdom of his dear Son:
Colossians თავი 1
12. Giving thanks unto the Father, which hath made us meet to be partakers of the inheritance of the saints in light:
თავი ბ̂. ლოცვაჲ მათთჳსვე სიბრძნისათჳს სულიერისა და მოღუაწებისა საქმეთა მიერ, და ძალისათჳს მოთმინებისა მადლობითურთ და თჳსებისა მისთჳს სიწმიდით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა, რომელმან ღირს-მყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათასა ნათელსა შინა, რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა (1,12-13).:

თარგმანი: ესე არს გულისსიტყუაჲ, რომელი ძალ-სცემს კაცსა თავს-დებად ყოველთა განსაცდელთა შემთხუევასა, რაჟამს იწურთიდეს, თუ საწუთროთა ამათ წილ ჭირთა და შრომათა ვითარი ნაწილი მკჳდრობისა წმიდათაჲსაჲ განმზადებულ არს ჩუენთჳს, რომელსა ვერცა ერთი ვნებათაგანი ამის ჟამისათაჲ ენაცვალების, არათუმცა იგი თავადი ღირს გუყოფდა ჩუენ კეთილთა მათ ბუნებისა უზეშთაესთა სიმდიდრითა თჳსთა სახიერებათაჲთა, ხოლო ნათელ და სამკჳდრებელ წმიდათა უწოდიან უსრულესსა მას გამოცხადებითსა მეცნიერებასა მერმისა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ ყოველივე ნიჭი საუკუნეთა კეთილთაჲ ზეშთა-აღემატების საზომსა ჩუენისა უბადრუკებისასა, ვითარ ჴელმწიფებასა და მძლავრებასა შინა საეშმაკოჲსა მის ბნელისასა მყოფნი არა ხოლო გამომიჴსნნა, არამედ სასუფეველად საუკუნოდ მიმცვალნა, რამეთუ ნათელი იგი მერმე ზოგს-რე აქაცა მოგუფინა სარწმუნოებითა ქრისტესითა, არამედ აქაჲთ სასუფეველად მიმცვალებს, რომელსა ამისთჳს ეწოდების ძისა მისისა საყუარელისა, რამეთუ განჴორციელებითა მისითა მოგუემადლა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

სააღდგომო ეპისტოლე 2019 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და „უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით“. (); და სასოებით „ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ ().

მაშ, „შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი“. (თესალ. 1,58), რადგან

ქრისტე აღდგა!

გიხაროდეთ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი 2019 წყარო: http://patriarchate.ge/geo/სრულიად-საქართველოს-კათ-48/

სრულად ნახვა