მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 1:20

19. For it pleased the Father that in him should all fulness dwell;20. And, having made peace through the blood of his cross, by him to reconcile all things unto himself; by him, I say, whether they be things in earth, or things in heaven.21. And you, that were sometime alienated and enemies in your mind by wicked works, yet now hath he reconciled
Colossians თავი 1
20. And, having made peace through the blood of his cross, by him to reconcile all things unto himself; by him, I say, whether they be things in earth, or things in heaven.
თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად და მის მიერ დაგებად ყოველი მისსა მიმართ (1,19-20).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა მადლით და ზოგებით, არამედ არსებით და გუამოვნებით შეერთო სიტყუაი ჴორცთა ბუნებასა და დაუტევნელმან მან ცისა და ქუეყანისაგან, ჴორცთა შინა ქალწულისათა დატევნითა შეიერთნა ჴორცნი ჩუენნი და ექმნა გუამი იგი სიტყჳსაჲ გუამ ბუნებისა ჴორცთაჲსა; და ვითარ-იგი იყო ყოვლითურთ ღმერთ, იქმნა ყოვლითურთ კაც, მიღებითა ჴორცთა და სულისა და გონებისაჲთა, რაჲთა არარაჲ დაუშთეს მას უკურნებელად არსებისაგან კაცთაჲსა.

ხოლო გამოიკითხვიდე თუ ვითარებასა დიდისა ამის საიდუმლოჲსასა, არარაჲ სხუაჲ გესმას პავლესგან, თჳნიერ ამისსა, ვითარმედ: სათნო-ყოფითა მამისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა საკჳრველებაჲ ესე, უზეშთაესი ყოველთა საუკუნითგანთა საკჳრველებათაჲ, რომლისა სავსებისაგან ჩუენ ყოველთა მომიღეთ, რაჟამს არა ვითარცა მონისა მიერ, ეგრეთ იქმნებოდა ძისა მიერ დაჴსნაჲ მტერობისა ჩუენისაჲ, არამედ ვითარცა მეუფისა და ყოველთა შემოქმედისაგან, მისსა მიმართ; ესე იგი არს, თჳთ თავადი თავისა მიმართ თჳსისა ჰყოფდა დაგებასა მას კაცთა მტერობისასა, რამეთუ ღმრთეებით ყოველივე ერთ არს მისი და მამისაჲ. ამისთჳს ზოგად ერთ ღმრთეებისა მათისა მიმართ იქმნა...

სრულად ნახვა
კოლასელთა მიმართ თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ (1,20).:

თარგმანი: რაჲთა ქრისტეს მიერ დაეგნენ ღმერთსა და მამასა ყოველნი, რამეთუ დააგნა ქრისტემან პირველ თავისა თჳსისა მიერ, და მეორედ — სისხლითა თჳსითა, მესამედ — ჯუარითა, მეოთხედ — სიკუდილითა, მეხუთედ — აღდგომითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის