თარგმანი: ვინაჲთგან მიუტევის კაცმან მოყუასსა ბრალი, ხოლო შეიყუაროს არა, ამისთჳს სიყუარულითა განამტკიცებს ძჳრუჴსენებელობასა, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა ვერ მტკიცე არს მიტევებაჲ იგი, რამეთუ სიძულილი კუალად-აგებს ძჳრისჴსენებასა, ხოლო სიყუარული სრულ-ჰყოფს ძჳრუჴსენებელობასა და შემოიღებს ყოველთა კეთილთა უხუებასა.
Colossians 3:14
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ესევდით მას ყოველი კრებული ერისაჲ. განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს ().
ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე...
...გახია, რომ ისინი უვარგისნიც გამხდარიყვნენ. აქ ბორკილებს ჭირს, გამოცდებსა და საფრთხეებს უწოდებს.
რადგან არსებობს კარგი საკვრელიც, რომლის შემჭიდროებაც უმჯობესია, როგორც მაშინ ამბობს: „და ამას ყოველსა ზედა სიყუარული“ (); და: „რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (). არსებობს ამის საწინააღმდეგო საკვრელიც, როგორც მაშინ ამბობს: „საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის“ (). ამაზე ქრისტეც მიგვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ ()....