მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 3:2

1. If ye then be risen with Christ, seek those things which are above, where Christ sitteth on the right hand of God.2. Set your affection on things above, not on things on the earth.3. For ye are dead, and your life is hid with Christ in God.
Colossians თავი 3
2. Set your affection on things above, not on things on the earth.
თავი ჱ̂. ვითარმედ ჴორციელისა მის შჯულისა წესნი ჴორციელთათჳს არიან მარჯუე, არა სულიერთა, რომელნი ძალითა ღმრთისაჲთა ცხონდებოდიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა, რამეთუ მოჰკუედით და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა (3,2-3).:

თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა არარას ამის სოფლისასა ეძიებდეს კაცი, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ არა აქაჲ არს, არცა ხილულისაჲ ამის, არამედ უხილავისა მის და ქრისტეს თანა დაფარულისა ცხორებისაჲ, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ ჭეშმარიტთა ქრისტიანეთაჲ. ხოლო საწუთროჲ ესე ცხორებაჲ ხატი არს სიკუდილისაჲ. და თჳთ ესე არს საზღვარ ჭეშმარიტისა ფილოსოფოსობისა, რაჲთა საწურთელად სიკუდილისა შეჰრაცხოს კაცმან ყოველივე ესე ჟამი წუთჟამისა ამის ცხორებისაჲ, რომლისათჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ცხორებაჲ ჩუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა (ესე იგი არს — ძითურთ მამისა თანა, რამეთუ უმეტესისა გულსავსებისათჳს ადგილსაცა გუაუწყებს დაფარულისასა, ვითარმედ: ქრისტეს თანა არს ცხორებაჲ ჩუენი, ხოლო ქრისტე — ღმრთისა თანა), ამისთჳს, ვიდრემდის იგი გამოცხადდებოდის, ნუ ეძიებ აქა შუებასა და განსუენებასა, არამედ სამარადისოდ შურებოდე სასოებითა საუკუნოჲსა მის სასყიდლის კუალად-გებისაჲთა.

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე:

...სხვა რომელი უნდა იყოს, თუ არა ცა? მაგრამ როგორ არის შესაძლებელი ცად ასვლა? მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს და გვიჩვენებს, რომ ხორცთან შეკრულნიც შეგვიძლია იქ ვიმყოფებოდეთ; რადგან ამბობს: „ზეცისასა ზრახევდით“ (), „სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.“ () და კვლავ: „ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ () „და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ ()

დამდაბლების სახელი მრავალ რამეს ნიშნავს. არსებობს სათნოებითი სიმდაბლეც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () არის დამდაბლება უბედურებათაგანაც და არის ცოდვებისგანაც. აქ კი უბედურებათაგან მომდინარე და...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...სა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“** (); და კიდევ: „მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს“ (). ამიტომ პავლეც ღაღადებს: „ზეცისასა ზრახევდით“ (), იქ, „სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“ (). ხედავ, როგორ დაგვაყენა სერაფიმებთან ერთად, როცა სამეფო ტახტთან ახლოს მიგვიყვანა? შემდეგ ამბობს: „ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა“ (). რას გვიჩვენებს ეს ექვსი ფრთა? იმ ბუნებათა სიმაღლეს, ამაღლებულობას, სიმსუბუქესა და სისწრაფეს. ამიტომ გაბრიელიც ფრთოსნად ჩამოდის: არა იმიტომ, თითქოს იმ უსხეულო ძალას ფრთები ჰქონდეს, არამედ იმიტომ, რომ უმაღლესი ადგილებიდან ჩამოვიდა, ზენა სავანეები დატოვა და მოვიდა. მაგრამ რას ნიშნავს ფრთათა რიცხვიც?...

სრულად ნახვა