...ვედი, რომ შენთან პაექრობა გავმართო. ხედავ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ხედავ უსაზღვრო სიკეთეს? სწორედ ამიტომ სამი ყრმაც ამასვე ამბობდა. „შევცოდეთ, ურჯულოებით მოვიქეცით, უსამართლობა ჩავიდინეთ“ ()4. რადგან უგრძნობელთაგან ბევრი საკუთარ ცოდვებს ღმერთს მიაწერს — ეს კი ეშმაკის მოწყობილია; ამიტომ ღმერთი, ამ ჩვეულების ძირიანად ამოსაძირკვად, გამუდმებით ამბობს, რომ მათთან სამსჯავრო პაექრობაში შედის.
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე
ამრიგად, ამგვარი რამით შესცოდა პირველქმნილმაც; ამიტომაც ამბობდა: „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.“ () იუდეველებიც მრავალ ასეთ რამეში სცოდავდნენ. „რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.“ ()...