თარგმანი: არათუ ჩუენ მიერ შეემატა რაჲმე დიდებასა მას ყოველსავე შინა სრულისა და უნაკლულოჲსასა, არამედ ჩუენ ზედა ქმნილთა ქველის-მოქმედებათა მიერ განაცხადა საქებელობაჲ დიდებისა მადლისა მისისაჲ, რომლითა არა მოგუმადლა ოდენ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახარულევან მყვნა საყუარელისა მის მიერ; რამეთუ პირველად წინაშე თუალთა მისთა წმიდა და უბიწო მყვნა, რაჲთა არა ხოლო გარეშე, არამედ შინაგანცა უნაკლულო მყვნეს, სრულებითა სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთაჲთა. ამისსა შემდგომად განწმედაჲ იგი ჩუენი სიხარულ ყო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა, რაჲთა გული-უთქუას მეუფესა სიკეთისა მომართ ჩუენისა, და ესე ყოველი მიყო ჩუენ საყუარელისა მის მიერ შუამდგომელისა, რომლისათჳს წამებს: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი" ().
Ephesians 1:6
5. Having predestinated us unto the adoption of children by Jesus Christ to himself, according to the good pleasure of his will,6. To the praise of the glory of his grace, wherein he hath made us accepted in the beloved.7. In whom we have redemption through his blood, the forgiveness of sins, according to the riches of his grace;
Ephesians თავი 1