თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი ჰურიათა აქუნდა ფრიადითა ოფლითა და შრომითა, ესე წარმართთა ადვილად მიემადლების, მხოლოდ სარწმუნოებისა მიერ, რაჲთა თანა-აღირაცხნენ სავსებასა ქრისტეს ტაძრად აღშენებულთასა. ხოლო შენ იხილე, ვითარ საფუძველობასა შინა ორთასავე, პირველად დასდებს მოციქულთა, და მეორედ — წინაჲსწარმეტყუელთა, რაჲთა უსრულესობაჲ მადლისაჲ ზეშთა ყოს უპირველესობასა ჟამისასა, და ესრეთ, მათ ზედა დააშენნეს მორწმუნენი, რაჲთა ზოგად ყოველთა მიერ ერთა ტაძარი ქრისტესი შეასრულოს, რომლისათჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი და მცველი სიმტკიცისაჲ ყოველთა მათ ერთად შეერთებულთაჲ, რომელსა დაღაცათუ აქა თავ საკიდურთა, არამედ კუალად სხუასა ადგილსა საფუძველცა სახელ-ედების.
Ephesians 2:20
19. Now therefore ye are no more strangers and foreigners, but fellowcitizens with the saints, and of the household of God;20. And are built upon the foundation of the apostles and prophets, Jesus Christ himself being the chief corner stone;21. In whom all the building fitly framed together groweth unto an holy temple in the Lord:
Ephesians თავი 2