მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 4:29

28. Let him that stole steal no more: but rather let him labour, working with his hands the thing which is good, that he may have to give to him that needeth.29. Let no corrupt communication proceed out of your mouth, but that which is good to the use of edifying, that it may minister grace unto the hearers.30. And grieve not the holy Spirit of God, whereby ye are sealed unto the day of redemption.
Ephesians თავი 4
29. Let no corrupt communication proceed out of your mouth, but that which is good to the use of edifying, that it may minister grace unto the hearers.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ — რაჲ-იგი იყოს კეთილ, აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ (4,29).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ყოველი სიტყუაჲ დამპალი პირით თქუენით ნუ გამოვალნ; რამეთუ რაჲმცა უმეტეს დამპალ და სულმყრალ იყო გინებისა და ძჳრისმეტყუელებისა, ბილწად ზრახვისა და კადნიერებით მომზრახობისასა, რომელნი-ესე ცუდადმეტყუელებისა ნაშობ არიან. ამისთჳს მისგან განგუაყენებს, და მის წილ შეტკბობად გუაწუევს სიტყუათა კეთილთა სათნოებისათა, რომლითა წინამდებარე იგი პირი სიტყჳსაჲ აღეშენებოდის წესისაებრ საჴმარებითა სიტყჳსაჲთა, და მსმენელთა სიტყჳსათა მადლი სარგებელისაჲ მიემადლებოდის, რაჟამს სიწმიდისათჳს და სიმართლისა, კრძალულებისა და მოწყალებისა იყოს სიტყუაჲ იგი.

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...უმილზე უფრო სასარგებლოა. ამიტომ ქრისტეც ამბობდა: „ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს“ (). და პავლეც: „ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ“ (). ხოლო როგორ შეიძლება გახდეს ეს კარი უსაფრთხო და დაცვა ზედმიწევნითი, სხვასაც მოუსმინე, რომელიც ამბობს: „ყოველი შენი თხრობა უზენაესის სჯულში იყოს“ ()16. რადგან თუ ისწავლი, რომ ზედმეტი არაფერი თქვა, არამედ მუდამ საღვთო წერილთა თხრობით შემოზღუდო შენი გონებაც და პირიც, ეს დაცვა ალმასზე უფრო მტკიცე იქნება. მართლაც, წარწყმედის მრავალი გზა პირის მეშვეობით მოდის: როცა ვინმე უხამსად ლაპარაკობს, როცა უგვანოდ ხუმრობს, როცა დიდებისმოყვარეობას ეძლევა, როცა ამპარტავნულად ქადილობს, როგორც ფარისეველი. მას, რადგან პირზე კარი არ ჰქონდა, რამდენიმე სიტყვით შიგნით რაც ჰქონდა, ყველაფერი გადმოეღვარა; ა...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რა...

სრულად ნახვა