თარგმანი: ვინაჲთგან არა ყოველნი შვილნი ებაძვებიან მამასა, არამედ საყუარელნი ოდენ, ამისთჳს, ვითარცა შვილთა საყუარელთა, ეგრეთ გჳბრძანებს მიმსგავსებად ღმრთისა, რომელი-ესე ოდენ მარტოდ კმა არს სასყიდლად კე-თილთა მოქმედებისა, დაღათუმცა არცა ერთი რაჲ სხუაჲ იყო მისაგებელი. ამისსა შემდგომად ყოვლად უმსგავსოსა და უსწოროსა სახესა წინა-გჳყოფს — ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისასა, რამეთუ მან მტერნი შემიყუარნა, ხოლო აქა — მოყუასთა ჩუენთა ოდენ შეყუარებასა გუამცნებს. და მან სიყუარულისა ჩუენისათჳს სიკუდიდ მისცა თავი თჳსი, ხოლო ჩუენ უჭირველად ძალ-გჳც შეყუარებაჲ ძმათაჲ, უკუეთუ ოდენ გუენებოს. ხოლო უკუეთუ ესე რაჲთ ვყოთ, რომელ მტერნი შევიყუარნეთ, მაშინ ვიქმნებით სრულებით მიმსგავსებულ ქრისტესსა — მსხუერპლ ღმრთისა სულად სულნელად.
Ephesians 5:1
1. Be ye therefore followers of God, as dear children;2. And walk in love, as Christ also hath loved us, and hath given himself for us an offering and a sacrifice to God for a sweetsmelling savour.
Ephesians თავი 5