მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 5:2

1. Be ye therefore followers of God, as dear children;2. And walk in love, as Christ also hath loved us, and hath given himself for us an offering and a sacrifice to God for a sweetsmelling savour.3. But fornication, and all uncleanness, or covetousness, let it not be once named among you, as becometh saints;
Ephesians თავი 5
2. And walk in love, as Christ also hath loved us, and hath given himself for us an offering and a sacrifice to God for a sweetsmelling savour.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი, და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად (5,1-2).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა ყოველნი შვილნი ებაძვებიან მამასა, არამედ საყუარელნი ოდენ, ამისთჳს, ვითარცა შვილთა საყუარელთა, ეგრეთ გჳბრძანებს მიმსგავსებად ღმრთისა, რომელი-ესე ოდენ მარტოდ კმა არს სასყიდლად კე-თილთა მოქმედებისა, დაღათუმცა არცა ერთი რაჲ სხუაჲ იყო მისაგებელი. ამისსა შემდგომად ყოვლად უმსგავსოსა და უსწოროსა სახესა წინა-გჳყოფს — ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისასა, რამეთუ მან მტერნი შემიყუარნა, ხოლო აქა — მოყუასთა ჩუენთა ოდენ შეყუარებასა გუამცნებს. და მან სიყუარულისა ჩუენისათჳს სიკუდიდ მისცა ვი თჳსი, ხოლო ჩუენ უჭირველად ძალ-გჳც შეყუარებაჲ ძმათაჲ, უკუეთუ ოდენ გუენებოს. ხოლო უკუეთუ ესე რაჲთ ვყოთ, რომელ მტერნი შევიყუარნეთ, მაშინ ვიქმნებით სრულებით მიმსგავსებულ ქრისტესსა — მსხუერპლ ღმრთისა სულად სულნელად.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ შენი აღვასრულე, რომელი მომეც, რაჲთა ვყო“ (17,4).:

...მისთჳს კუალად სიმდაბლით იტყჳს, ვითარმედ: „რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო“, რამეთუ უკუეთუ ელოდა სმენად და სწავლად, ფრიად უდარეს იყო ესე დიდებასა მისსა, რამეთუ ესე მრავალგნით საცნაურ არს, ვითარმედ თჳსითა ნებითა მოვიდა ამის საქმისა მომართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“, და ვითარმედ: „თავი თჳსი დაიკნინა და ხატი მონებისაჲ მოიღო“. და კუალად თავადი იტყჳს: „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, ეგრეთვე შეგიყუარენ თქუენ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენ მიერ უწინარეს სოფლისა ყოფისა“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა შორის არა გაქუნდა დიდებაჲ სამოსლისა მის-თჳს კაცებისა, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვ დიდებასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ განგებულებისა მისისათჳს არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არღა დიდებულ იყო ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ, არცა აქუნდა უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.

სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა

ესევითარი უკუე დიდებაჲ ჩუენცა ვპ...

სრულად ნახვა