თარგმანი: ამას ყოველსა ქმართა სახედ მისცემს, რაჲთა ვითარ-იგი ქრისტემან არა იძია ეკლესიისაგან სიკეთე ჴორციელი, არამედ სულიერი, ეგრეთვე ესენი ნუ ტრფიალ არიან სიკეთესა ჴორცთასა, არამედ ამას ისწრაფდინ, რაჲთა გონებითა მშჳდ და მორჩილ და წესიერ იყვნენ ცოლნი მათნი, რამეთუ ამით შეიმკვების სახლი კაცისაჲ, რაჟამს საღმრთო და გონიერ იყოს ცოლი მისი და არარაჲ აქუნდეს არაწმიდებაჲ, შემაგინებელი საწოლისაჲ, არცა სილაღე და ცნობავნებულებაჲ, აღმაოჴრებელი სახლისაჲ; რამეთუ, ესენი თუ აქუნდენ, ვერარად ერგოს ქმნულკეთილობაჲ სახისაჲ, არამედ წესიერებაჲ და სახიერებაჲ სულისაჲ ჰყოფს მას არა ხოლო შუენიერ, არამედ სახელგანთქუმულცა და დიდებულ.
Ephesians 5:27
...„მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა“** (). გსურს მისი სილამაზეც იხილო?
ამასაც მისგან შეიტყობ. „რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ“ (). მოისმინე ეკლესიასტეც, რას ამბობს მის შესახებ: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა“ (). გსურს ფეხებიც იხილო? „ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა“ ().
და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ, მას შემდეგაც, რაც იგი ამგვარად შეამკო, თავისი დიდების საჩვენებლად არ მოვიდა, რათა სილამაზის სიჭარბით არ განეცვიფრებინა იგი და გონს არ აერია; არამედ მოვიდა იმ სამოსლით შემოსილი, როგორიც სძალს ჰქონდა, რადგან „ეზიარა ჴორცითა და სისხლითა“ (...
...ელ ქვეყნიერებაზე. ნუ იფიქრებ, რომ ეკლესიას გულისხმობს; აქ, ეკლესიაში, პავლეს არ სურს, რომ იყოს არც ერთი ჭურჭელი ხისა და არც კეცისა, არამედ ყოველივე ოქროსი და ვერცხლისა, სადაც ქრისტეს სხეულია, სადაც წმინდა ქალწულია, „რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა“ (). ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: ნუ შეგაძრწუნებს, რომ არსებობენ ბოროტი და უწმინდური ადამიანები; დიდ სახლშიც ხომ ასეთი ჭურჭლებია. მაშ რა? მაგრამ, ამბობს, ისინი ერთსა და იმავე პატივს არ იღებენ, არამედ, როგორც ნათქვამია, „რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ“ (). დიახ, ამბობს ვინმე, მაგრამ იქ მას გარკვეული დანიშნულება აქვს, ხოლო სამყაროს შემთხვევაში ასე სულაც არ არის. თუმცა არა ამგვარი მოქმედებისთვის, მაგრამ ღმერთი სწორედ მათ იყენებს სხვა საქმეებისთვის: მაგალითად, დიდებისმოყვარე ბევრს აშენებს, ასევე ანგარებიანი, ვაჭარი, წვრილი გამყიდველი და მთავარი; სამყაროში არის გარკვეული საქმეები, რომლებიც მათ...