მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 1:13

12. For I neither received it of man, neither was I taught it, but by the revelation of Jesus Christ.13. For ye have heard of my conversation in time past in the Jews' religion, how that beyond measure I persecuted the church of God, and wasted it:14. And profited in the Jews' religion above many my equals in mine own nation, being more exceedingly zealous of the traditions of my fathers.
Galatians თავი 1
13. For ye have heard of my conversation in time past in the Jews' religion, how that beyond measure I persecuted the church of God, and wasted it:
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუენევდი მათ (1,13).:

თარგმანი: აწ წარმოუთხრობს მათ სახესა, ვითარ მდევარი იყო და ესოდენ განთქუმული მდევარი ამისი, რომელსა აწ ქადაგებს, ვიდრეღა პალესტინით გალატიად მიაწევდა სასმენელ ყოფასა თჳსისა მძლავრებისასა, რამეთუ არა მოძულებულ, არამედ ესოდენ შეყუარებულ იყო მისგან ჰურიაობაჲ, ვიდრეღა მის ძლით სდევნიდა წინააღმდგომთა მისთა და წარმოსტყუენვიდა მათ. და ესევითარი-იგი დაუტევა მან და შეუდგა დევნულსა მას, რომელი-ესე კმა არს ყოველთა მსმენელთა, განმტკიცებად მისსა მიმართისა სარწმუნოებისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...იდ ეკლესიათა ღმრთისათა“; და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“; და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“. რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს? რომელი ადგილი დააცალიერა თავისაგან თჳსისა, რომელსა ყოველივე ჴელითა უპყრიეს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ ადგილი არცა ერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა ზედა, მათეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე! და აღდგა და მისდევდა მას“ (9,9).:

...ისაგან, არამედ შორის მისა მყოფი და სიღრმესა შინა მისსა დანთქმული აღმოიყვანა იგი, ვითარცა-იგი ნეტარი პავლეცა ჟამსა მებრ სიფიცხისა მისისასა მოაქცია, ვითარცა იგივე იტყჳს გალატელთა მიმართ: „რამეთუ გესმინა თქუენ სლვაჲ ჩემი ოდესმე ჰურიებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუენევდი მათ“.

ეგრეთვე მეთევზურთა მათ, ჴელოვნებასა მას მათსა შინა რაჲ იყვნეს, უწოდა, გარნა იგი არა საბრალობელი რაჲმე ჴელოვნებაჲ იყო, არამედ სი გლახაკისა მომასწავებელი; ხოლო ესე ღონე იყო სავსე ფრიადითა უჯეროებითა და სახე მტაცებლობისა და მოხუეჭისა უსამართლოჲსაჲ, გარნა არავე სირცხჳლ-იჩინა სახიერმან მან წოდებად მისა. და რად ვიტყჳ, თუ მეზუერისა წოდებაჲ არა სირცხჳლ-იჩინა? მეძვისაღა წოდებაჲ არა სირცხჳლ-იჩინა, არა ხოლო წოდებაჲ, არამედ ამბორის-ყოფადცა ფერ-ჴთა და დალტობად ცრემლითა შეუნდო. რამეთუ ამისთჳს მოვიდა - არა ჴორცთა ხოლო კურნებად, არამედ უფროჲსღა სულთა მოუძლურებულ-თა განცოცხლებად, ვითარცა-იგი ქმნა განრღუეულსა მას ზედა და აჩუენა განცხადებულად, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს მიტევებად ცოდვათა. და მერმეღა უწოდა მეზუერესა, რაჲთა არავინ აღშფოთნეს, იხილოს რაჲ მეზუერე მოწაფეთა შორის. რამეთუ რომელი-იგი უფალ არს მიტევებად და სრულიად აჴოცად ცოდვათა, რაჲ საკჳრ...

სრულად ნახვა