თარგმანი: ვინაჲთგან ზემო გუახარა შვილებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არავინ შეორგულდეს მიმთხუევად სიმაღლისა ამის, ამისთჳს სახესაცა იტყჳს მიმთხუევისასა; რომლისა დაღაცათუ წესი სიტყუათა შემდგომობისაჲ ამას ითხოვდა, ვითარმედ: "რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, შვილ ღმრთისა ქმნილ ხართ", არამედ იგი ამისსაცა უმაღლეს იღიყვანებს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: რავდენთა სახელითა ქრისტესითა ნათელ-იღეთ, არღარა სხუაჲ უდარესი რაჲმე, არამედ თჳთ იგი თავადი ქრისტე შეიმოსეთ; რამეთუ ხატად მისსა შეიცვალენით, და ყოვლითურთ თავთა შინა თქუენთა შეწყნარებითა მისითა თანაზიარ ძეობისა მისისა იქმნენით, რაჲთა, ვითარ იგი ბუნებით ძე არს ღმრთისაჲ, ეგრეთვე თქუენ მადლით ძე ღმრთისა გყვნეს.
Galatians 3:27
...ორის სიტყუად არა ესრეთ, ვითარცა მსახიობელნი სოფლისანი, შემკობილნი პირითა და დაბურვილნი თავითა, აღსრულნი სამღერელსა მას ადგილსა, რომელნი იმღერდიან ფერჴითა, შემკულნი სამოსლითა ოქროჲსაჲთა; არამედ ესე ნეტარი შემოვალს ჩუენ შორის შემოსილი სამოსლითა, რომლისა შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ არს, რამეთუ ქრისტე ჰმოსიეს, და ფერჴნი შემოსილნი განმზადებულებითა სახარებისა მის მშჳდობისაჲთა, და სარტყელი ჰმოსიეს არა ტყავისა მეწამულისაჲ, ცურვებული ოქროჲთა, არამედ მოქსოვილი ჭეშმარიტებითა და მორტყმული წელთა მისთა სიწმიდითა.
ესრეთ შემოვალს იგი ჩუენებად ჩუენდა თავსა თჳსსა არა ორგულებით ანუ ზაკუვით, - რამეთუ არარაჲ არს ამათგანი მის თანა, - არამედ განცხადებულითა სახითა განცხადებულსა ჭეშმარიტებასა მოგჳთხრობს; არა ესრეთ, რაჲთამცა სხუაჲ იყო და სხუად გუეჩუენებოდა სიტყჳთა და სახითა და ჴმითა, არცა ორღანოჲ უჴმს საგალობელად გალობისა მისისა, ათძალი ანუ ორძალი, არამედ ყოველსავე ენითა იქმს, რომლისა ჴმაჲ უტკბილეს არს ყოველსა ათძალსა და ორძალსა.
ხოლო არს ადგილი გალობისა მისისაჲ ცაჲ ყოველივე, და სახილველ - სოფელი, და მხილველ და მსმენელ მისა - ყოველნივე ანგელოზნი და კაცნი, რომელნიცა ანგელოზ არიან ანუ ანგელოზ-ყოფად სუ...