თარგმანი: ვინაჲთგან ძუელი შჯული მონა ყო ქუეყანისა იერუსალჱმისა, ვითარცა სინაჲ სამთავრო არს ქუეყანისა იერუსალჱმისა, ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი სახე არს სარრაჲსი, თავისუფლებით და აზნაურებით დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ. რამეთუ არღარა არს მის შორის მონებაჲ ზრქელისა რაჲსმე და ჴორციელისაჲ. და კუალად, ზეცისა იერუსალჱმ და აზნაურ წესთაგან ძუელისა შჯულისათა - ქუეყანისაცა ამას უწოდს ეკლესიასა, ვითარცა გამომსახველსა ზეცისა იერუსალჱმისასა, რამეთუ ესეცა, მსგავსად სარრაჲსსა, ბერწ და უშვილო იყო პირველ, ხოლო აწ ფრიად რაჲმე სძლო აგარის მსგავსსა მას შესაკრებელსა ჰურიათასა, სიმრავლითა შვილთსხმისაჲთა, რომლისა მოწამედ მოციქულსა შემოჰყავს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, რომელი ბრძანებით ეტყჳს: იხარებდ, უდაბნოჲ ეგე ცალიერი და ბერწი ყოველთაგან ნაყოფთა ღმრთისმეცნიერებისათა; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არაოდეს გელმოდა შობაჲ შვილთა ღმრთისმსახურებისათაჲ, რამეთუ მრავალ არიან აწ შვილნი შენ, უდაბნო ოჴერ ქმნულისანი, უფროჲს მისსა, რომელსა-იგი მაშინ აქუნდა მეუღლებაჲ შჯულისაჲ წინამხედველად და განმგებელად ყოვლისა, რამეთუ მას შესაკრებელსა ჰურიათასა ერთი ხოლო ნათესავი ისრაიტელთაჲ აქუნდა....
Galatians 4:27
26. But Jerusalem which is above is free, which is the mother of us all.27. For it is written, Rejoice, thou barren that bearest not; break forth and cry, thou that travailest not: for the desolate hath many more children than she which hath an husband.28. Now we, brethren, as Isaac was, are the children of promise.
Galatians თავი 4