მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 4:26

25. For this Agar is mount Sinai in Arabia, and answereth to Jerusalem which now is, and is in bondage with her children.26. But Jerusalem which is above is free, which is the mother of us all.27. For it is written, Rejoice, thou barren that bearest not; break forth and cry, thou that travailest not: for the desolate hath many more children than she which hath an husband.
Galatians თავი 4
26. But Jerusalem which is above is free, which is the mother of us all.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ვიდრე ყრმაღა ვიყვენით, წესსა ქუეშე ამის სოფლისასა ვიყვენით დაკირთებულ (4,3).

თარგმანი: რაჟამს-იგი ქრისტე არა მოსრულ იყო და ჩუენ ვიყვენით ჩჩჳლ გონებითა რჩულისა მონანი ვიყვენით, ხოლო აწ სრულ ვართ და არღარა მონანი ვართ რჩულისანი.

პავლესი: დღეთა იზმნით და თუეთა და ჟამთა და წელთა (4,10).

თარგმანი: რამეთუ წინააღმდგომნი იგი ასწავლიდეს, რაჲთა ჰურიაებრივ იმარხვიდენ თჳს-თავთა და შაბათთა და წელიწდის თავთა.

პავლესი: იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ, და განსაცდელი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ (4,13-14).

თარგმანი: იცითო, ვითარმედ ფრიადითა ჭირითა და სიგლახაკითა და სნეულებითა ვიყავ თქუენ თანა და თქუენ სიგლახაკე და სნეულებაჲ ჩემი არა შეურაცხ-ჰყავთ.

პავლესი: გეშურობენ თქუენ არა კეთილისათჳს (4,17).

თარგმანი: არა თუ მათსა გულსა ქრისტიანობაჲ არსო, არამედ იჩემებენ ქრსტიანობასა, რაჲთამცა უფრო მიგდრიკნესო.

პავლესი: მინდა მისლვად თქუენდა აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი (4,20).

თარგმანი: ცვალებაჲ ჴმისაჲ ესე არს, ვითარმედ უკუეთუმცა მოვედ და რომელნიცა მიდრეკილ ხართ, თქუენთჳსმცა ვიგლოვდი, და რომელნიცა მტკიცედ სდგათ,...

სრულად ნახვა
თავი თ̂. ვითარმედ, რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე-გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ; რამეთუ წერილ არს: "იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა ჰშობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე-იგი რომელსა-იგი ესუა ქმარი" (4,26-27).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძუელი შჯული მონა ყო ქუეყანისა იერუსალჱმისა, ვითარცა სინაჲ სამთავრო არს ქუეყანისა იერუსალჱმისა, ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი სახე არს სარრაჲსი, თავისუფლებით და აზნაურებით დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ. რამეთუ არღარა არს მის შორის მონებაჲ ზრქელისა რაჲსმე და ჴორციელისაჲ. და კუალად, ზეცისა იერუსალჱმ და აზნაურ წესთაგან ძუელისა შჯულისათა - ქუეყანისაცა ამას უწოდს ეკლესიასა, ვითარცა გამომსახველსა ზეცისა იერუსალჱმისასა, რამეთუ ესეცა, მსგავსად სარრაჲსსა, ბერწ და უშვილო იყო პირველ, ხოლო აწ ფრიად რაჲმე სძლო აგარის მსგავსსა მას შესაკრებელსა ჰურიათასა, სიმრავლითა შვილთსხმისაჲთა, რომლისა მოწამედ მოციქულსა შემოჰყავს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, რომელი ბრძანებით ეტყჳს: იხარებდ, უდაბნოჲ ეგე ცალიერი და ბერწი ყოველთაგან ნაყოფთა ღმრთისმეცნიერებისათა; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არაოდეს გელმოდა შობაჲ შვილთა ღმრთისმსახურებისათაჲ, რამეთუ მრავალ არიან აწ შვილნი შენ, უდაბნო ოჴერ ქმნულისანი, უფროჲს მისსა, რომელსა-იგი მაშინ აქუნდა მეუღლებაჲ შჯულისაჲ წინამხედველად და განმგებელად ყოვლისა, რამეთუ მას შესაკრებელსა ჰურიათასა ერთი ხოლო ნათესავი ისრაიტელთაჲ აქუნდა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის