როცა იცი, რომ ქმნილებანი თავად შემოქმედის წინაშე მშვენიერნი აღმოჩნდნენ, მით უფრო მეტად განცვიფრდები მათით, მაგრამ მაინც ვერაფერს დაუმატებ მათ შექებასა და დიდებას. ასეთი მეუფე გყავს, ისეთ საქმეებს რომ აღასრულებს, ჩვენგან შექებას ვერ იტევენ. და მართლაც, როგორ შეუძლია ადამიანურ ბუნებას ღვთის საქმეთა ღირსეული შექება ან დიდება? შემდეგი სიტყვებიდანაც ხედავ დიდი ხელოვანი ღმერთის გამოუთქმელ სიბრძნეს. როგორც კი ჩვენ დედამიწის სახე გაგვიხსნა, უკვე თავისი ბრძანებით ჯეროვან შვენიერებას ანიჭებს მას, მის სახეს მრავალფეროვანი თესლებით ამკობს რა. „და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ" (). რას ნიშნავს: „და იქმნა ეგრეთ"? უფალმა ბრძანა, ესე იგი, და დედამიწამ მაშინვე შობის ტკივილი იგრძნო და თესლთა აღმოცენებისთვის მომზადდა. „და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე...
Genesis 1:11
...ამ ნუ მოვიქცევით უგუნურად: რაც წარმოიქმნება, არც მიწისაგანაა და არც მარცვლისაგან, არამედ მიწისა და თესლების უფლისაგან. ამიტომაც ზოგი რამ თესლების გარეშე, ზოგიც თესლებთან ერთად ქმნა: პირველით თავის ძალას აჩვენებდა, როცა ამბობდა: „აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ.“ (); მეორით კი, თავისი ძალის ჩვენებასთან ერთად, ჩვენც გვწვრთნიდა, შრომისმოყვარენი და საქმეში გულმოდგინენი ვყოფილიყავით. მაშ, რატომ ითქვა ეს ყოველივე ჩვენთვის? არა უბრალოდ, არამედ რათა აღდგომისაც გვწამდეს; და როცა კვლავ რაიმეს გონებრივი მსჯელობით ჩაწვდომას მოვისურვებთ, მაგრამ ვერ შევძლებთ, ნუ ვიწყენთ და ნუ აღვშფოთდებით. კეთილგონიერად უკან დავიხიოთ, ჩვენს მსჯელობას აღვირი ამოვდოთ და ღვთის ძალასა და ყოველღონიერებას მივმართოთ.
ამიტომ, როცა ეს ვიცით, ჩვენს მსჯელობას აღვირი დავადოთ; ნუ გადავცდებით ცოდნის იმ საზღვრებსა და ზომებს, რომლებიც ჩვენთვისაა მოცემული. რადგან ამბობს: „უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.“ (...
...სე ამისთჳს, რაჲთა დაუყოს პირი მარკიანელთა და მანიქეველთაჲ, უღმრთოთა მათ მწვალებელთაჲ, და საქმით გამოაჩინოს, ვითარმედ ყოველნივე ესე ხილულნი უხილავთა თანა მის მიერ ქმნილ არიან და იგი არს მომცემელი ნაყოფთაჲ; რამეთუ მან ბრძანა პირველითგან: „აღმოაცენენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, სა-თესავი თესლი, თესლად-თესლადი“; და „გამოიყვანედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველთა ცხოველთაჲ“. რამეთუ არარაჲ უდარეს მაშინ ქმნილისა მის საკჳრველებისა იყო ესე, რამეთუ ვითარცა მაშინ აღმოაცენნა ქუეყანით მცენარენი და გამოიყვანნა წყალთაგან მშჳნვიერნი, ეგრეთვე აწ ხუთთა პურთაგან და ორთა თევზთა ესოდენი განმრავლებაჲ ქმნა, რომელესე სასწაული იყო, ვითარმედ იგი არს მფლობელი და მპყრობელი ცისა და ქუეყანისა და ზღუათაჲ. ხოლო იხილა რაჲ ერი იგი და შეეწყალნეს და განკურნნა სნეულნი მათნი, ჯერ-იჩინა ყოველთა ზედაცა ქმნად ამის სასწაულისა, რაჲთა არა მხილველ ოდენ იყვნენ სხუათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად-კაცადმან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“ და კუალა...