მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 1:20

19. And the evening and the morning were the fourth day.20. And God said, Let the waters bring forth abundantly the moving creature that hath life, and fowl that may fly above the earth in the open firmament of heaven.21. And God created great whales, and every living creature that moveth, which the waters brought forth abundantly, after their kind, and every winged fowl after his kind: and God saw that it was good.
Genesis თავი 1
20. And God said, Let the waters bring forth abundantly the moving creature that hath life, and fowl that may fly above the earth in the open firmament of heaven.
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. მხილება სულიერი უდარდელობისთვის

მსურს ჩვეულ სწავლებას მივმართო, მაგრამ ვჩერდები და ვყოყმანობ; დარდის ღრუბელმა მოიცვა ჩემი გონება, აღაშფოთა და დაარღვია იგი; უფრო სწორად, არა მხოლოდ დარდის, არამედ რისხვის ღრუბელიც, და არ ვიცი, რა გავაკეთო, — ასეთი აღელვება ეუფლება ჩემს სულს. მართლაც, როცა გავიფიქრებ, რომ ეშმაკმა ოდნავ რომ დაბერა, თქვენ, ჩვენი უწყვეტი სწავლებისა და ყოველდღიური შეგონების დავიწყებით, ყველანი გაიქეცით იმ სატანისეულ სანახაობაზე, როცა ცხენის რბოლა მოხდა, — შემიძლია კი კვლავ გულმოდგინებით მოგაწოდოთ სწავლება, როცა ყოველივე წინანდელი ასე სწრაფად გაქრა? განსაკუთრებით ამძაფრებს ჩემს მწუხარებას და აღაგზნებს ჩემს რისხვას ის, რომ თქვენ, ჩვენს შეგონებასთან ერთად, წმიდა დიდი მარხვის მიმართ მოწიწებაც გადააგდეთ სულიდან და ასე თავად მიეცით ეშმაკის მახეებს. როგორ შეიძლება ვინმემ, თუნდაც ქვისგან ჰქონდეს სული, ადვილად აიტანოს ასეთი უზრუნველობა თქვენი? მრცხვენია, მერწმუნეთ, და ვწითლდები, როცა ვხედავ, რომ ამაოდ ვშრომობთ და ქვებზე ვყრით თესლს. მაგრამ ისმენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი...

სრულად ნახვა
საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წყალთაგან სულდგმულთა შექმნის საკვირველება (1:20):

მაგრამ თუ ვინმე ადრე, ჩვევით, უყურადღებოდ ასე ლაპარაკობდა, ახლა, ჩვენი შეგონების მიღების შემდეგ, ამ შეუფერებელ სიტყვებს დაივიწყებს და შეეცდება ყველაფერი ისე აკეთოს, რომ არც იმ მუდამ ფხიზელი თვალის მსჯავრს განიცადოს, არც თავისი სინდისის საყვედურები იწვნიოს, და რომ მისი მხილველნი უფლის მიმართ გმობას არ წარმოთქვამდნენ. თუ ჩვენ ასეთი სიფრთხილით მოვაწყობთ ჩვენს საქციელს, უფლისგანაც დიდ მოწყალებას მივიღებთ და ეშმაკის მანქანებასაც ავარიდებთ თავს. როცა (ეშმაკი) დაინახავს, რომ ჩვენ ასე ფხიზლად და მოფრთხილედ ვართ, და იცის, რომ მისი მცდელობები უშედეგო იქნება, სირცხვილით გაშორდება. მაგრამ შესავალისთვის საკმარისია. ახლა, საყვარელნო, წარმოგიდგინოთ დღევანდელი საკითხავი (წერილისა), მოგიმზადოთ სულიერი ტრაპეზი და განვიხილოთ, რას გვასწავლის დღეს ნეტარი მოსე, ანუ, უფრო სწორად, — სულიწმინდა მისი ბაგეებით. რას ამბობს იგი? — „და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).:

...ითარმედ ყოველნივე ესე ხილულნი უხილავთა თანა მის მიერ ქმნილ არიან და იგი არს მომცემელი ნაყოფთაჲ; რამეთუ მან ბრძანა პირველითგან: „აღმოაცენენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, სა-თესავი თესლი, თესლად-თესლადი“; და „გამოიყვანედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველთა ცხოველთაჲ“. რამეთუ არარაჲ უდარეს მაშინ ქმნილისა მის საკჳრველებისა იყო ესე, რამეთუ ვითარცა მაშინ აღმოაცენნა ქუეყანით მცენარენი და გამოიყვანნა წყალთაგან მშჳნვიერნი, ეგრეთვე აწ ხუთთა პურთაგან და ორთა თევზთა ესოდენი განმრავლებაჲ ქმნა, რომელესე სასწაული იყო, ვითარმედ იგი არს მფლობელი და მპყრობელი ცისა და ქუეყანისა და ზღუათაჲ. ხოლო იხილა რაჲ ერი იგი და შეეწყალნეს და განკურნნა სნეულნი მათნი, ჯერ-იჩინა ყოველთა ზედაცა ქმნად ამის სასწაულისა, რაჲთა არა მხილველ ოდენ იყვნენ სხუათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად-კაცადმან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“ და კუალად იტყოდეს: „პურის-ცემადცა ნუ უძლოსა ღმერთმან, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა?“...

სრულად ნახვა