მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 15:5

4. And, behold, the word of the LORD came unto him, saying, This shall not be thine heir; but he that shall come forth out of thine own bowels shall be thine heir.5. And he brought him forth abroad, and said, Look now toward heaven, and tell the stars, if thou be able to number them: and he said unto him, So shall thy seed be.6. And he believed in the LORD; and he counted it to him for righteousness.
Genesis თავი 15
5. And he brought him forth abroad, and said, Look now toward heaven, and tell the stars, if thou be able to number them: and he said unto him, So shall thy seed be.
საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. „ნუ გეშინინ, აბრაამ" — ღვთის აღთქმა მემკვიდრისა (15:1-5):

შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა, რა სწრაფად და დაუყოვნებლივ აჯილდოებს თავის მოღვაწეს თავისი წყალობით, ამგვარად მის ძალებს ამაგრებს და განაახლებს. „იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩუენებასა შინა ღამისასა". რატომ ღამით? იმისთვის, რომ მისი სიტყვები სიჩუმეში ყოფილიყო მიღებული. და ეუბნება: „ნუ გეშინინ, აბრაამ", — შენიშნე განსაკუთრებული მზრუნველობა. რატომ უთხრა: „ნუ გეშინინ"? ვინაიდან მან, მეფის ძღვენზე ნაკლებად ზრუნველმა, ესოდენ დიდ სიმდიდრეს ხელი აარიდა, ღმერთი ეუბნება: „ნუ გეშინინ", რომ ამგვარი ძღვენი უგულებელყავი, და ნუ იფიქრებ, თითქოს ამის გამო შენი მონაგარი შემცირდა. „ნუ გეშინინ". და, რათა კიდევ უფრო აღძრას მისი სული, მასთან საუბრისას სახელითაც მოიხსენიებს: „ნუ გეშინინ, აბრაამ". არცთუ მცირედ ამხნევებს ისიც, როცა მოწოდებულის სახელი წარმოითქმის. შემდეგ ამბობს: „მე შეგეწიო შენ". ეს გამოთქმაც მრავლისმეტყველია. მე, რომელმაც ქალდეის მიწიდან გამოგიწვიე; მე, რომელმაც აქ მოგიყვანე; მე, რომელმაც ეგვიპტეში საფრთხეებისგან გაგარიდე; მე, რომელმაც არაერთხელ აღგითქვი შენთვის და შენი თესლისთვის ამ მიწის მინიჭება; მე შეგეწევი. მე,...

სრულად ნახვა
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8):

...ვამისკენ მივუბრუნდეთ და თანმიმდევრობით ავხსნათ ის, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია. რაზე ვსაუბრობდით გუშინ? გადმოვეცით ღვთის აღთქმა მამამთავრისთვის, როცა ღმერთმა უბრძანა, ცისთვის ეხედნა და ვარსკვლავთა სიმრავლე დაეთვალიერებინა. „აღრაცხენ ვარსკულავნი, — ეუბნება, — უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი" (). შემდეგ საღვთო წერილი, მამამთავრის სულში ღვთისადმი სიყვარულს გვიჩვენებს რა, და იმას, რომ მან, აღმთქმელზე ჰხედავდა რა და მის ძლიერებას განიზრახავდა, ირწმუნა ნათქვამი, ამბობს: „და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ". აქამდე ვსაუბრობდით გუშინ და შორს ვეღარ წავედით, ამიტომ ახლა შემდგომ გამონათქვამებს უნდა მივყვეთ. რას ამბობს წერილი? „ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად" (დაბ 15:7–8). შენიშნე ღვთის მოწყალება, როგორ სურს მისი (აბრაამის) რწმენის განმტკიცება და დარწმუნება, რომ სრული რწმუნება ჰქონდეს აღთქმულის მიღების მიმართ, თითქოს ასე ეუბნება: გახსოვდეს, რომ მე გამოგიწვიე სახლიდან. აი, უფლის ეს სიტყვები მამამთავრისადმი თანხვედრაშია ნეტარი სტეფანეს ნათქვამთან, კერძოდ, რომ როგორც სახლიდან, ისე თავად ქალდეიდან აბრაამი ღვ...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაიტელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი". ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად (9,6-8).:

...თმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე თარგმნის მოციქული, ვითარმედ: აღთქუმით იქმნების შვილებაჲ იგი; არღარა აბრაჰამისი, არამედ ღმრთისაჲ; რამეთუ თჳთ ისაკიცა იგი, რომელ მან შვა, არა ძალითა ჴორციელითა, არცა ჰასაკისაგან ჟამიერისა, არამედ ჟამთა გარდასრულისაგან და მოუძლურებულისა იშვა; მხოლოდ მადლითა აღთქუმისაჲთა, რომელი-ესე სახე იყო, ვითარმედ სულიერი იგი აღთქუმისა შვილებაჲ არა ჴორცთა და სისხლთა, არამედ სარ...

სრულად ნახვა