მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 2:19

18. And the LORD God said, It is not good that the man should be alone; I will make him an help meet for him.19. And out of the ground the LORD God formed every beast of the field, and every fowl of the air; and brought them unto Adam to see what he would call them: and whatsoever Adam called every living creature, that was the name thereof.20. And Adam gave names to all cattle, and to the fowl of the air, and to every beast of the field; but for Adam there was not found an help meet for him.
Genesis თავი 2
19. And out of the ground the LORD God formed every beast of the field, and every fowl of the air; and brought them unto Adam to see what he would call them: and whatsoever Adam called every living creature, that was the name thereof.
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ცოლის შექმნა და ცხოველთა სახელდება (2:18-19):

ვინ შეძლებს ღირსეულად განცვიფრებას ყოველთა საერთო მეუფის უხვი გულუხვობით? ადამიანს ჯერ არაფერი გაუკეთებია, და ის რა კეთილით ღირსყოფს მას! სამოთხის ხეთა არა ნახევარი მისცა სატკბობლად, არც მეტი ნაწილისგან თავის შეკავება და მხოლოდ დანარჩენით სარგებლობა უბრძანა; სამოთხეში არსებული ყველა ხით სარგებლობის უფლება მისცა და მხოლოდ ერთისგან თავის შეკავება უბრძანა, თვით საქმით აჩვენა, რომ ეს სხვა არაფრისთვის გაკეთდა, გარდა იმისა, რომ ადამიანმა იცოდეს ამდენი კეთილის მომნიჭებელი. ყოველივე სხვასთან ერთად, აქ ღვთის სახიერებაც შენიშნე იმაში, რა პატივიც მიაგო ცოლს, რომელიც ადამისგან უნდა შექმნილიყო. ის ჯერ არ იყო შექმნილი, ხოლო ღმერთი მცნებას თითქოს ორს აძლევს: „არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე აჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთს შეადგენენ, როგორც პავლეც ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა" (). ამიტომ თითქოს ორს ეუბნება იმისთვის, რომ შემდეგ, როცა მისგან ცოლს შექმნიდა, ადამს მიზეზი ჰქონოდა მისთვისაც მის მიერ მიცემული მცნების...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ადამისთვის შემწის ძიება (2:19-20):

...შემწე, მსგავსი მაგისი"**; შემდეგ კი მხეცთა, ქვეწარმავალთა და ყოველ უტყვ ცხოველთა შექმნა გვეუწყა: „და და-ვე-ჰბადა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად... რაჲძი უწოდოს მათ"; და (ადამმა), როგორც მეუფემ, „ყოველთა უწოდა სახელები" (), მხეცთა და ფრინველთა ყოველ ჯიშს და ყოველ უტყვ ცხოველს, მისთვის ბოძებული სიბრძნით, შესაფერისი სახელი დაარქვა. და იმისთვის, რომ გვეხილა: ეს ქმნილებანი, თუმცა გარკვეულ სამსახურს ასრულებენ და ადამიანს შრომაში ეხმარებიან, მაინც უგუნური არსებებია და ადამიანს ძალზე შორს სდგანან, — რათა არ გვეფიქრა, თითქოს მათ შესახებ თქვა (ღმერთმა): „უქმნეთ მაგას შემწე". ხომ ისინი ადამიანს რომც ეხმარებიან და სამსახურით დიდ სარგებელს აძლევენ, მაინც უგუნურნი არიან. რომ ისინი (ადამიანს) ეხმარებიან, ეს თავად გამოცდილება ადასტურებს: ზოგი სიმძიმის ტარებისთვის არის ვარგისი, ზოგი — მიწის დამუშავებისთვის; ხარი გუთანს მიათრევს, ღარს ხნავს და მიწის მუშაობაში მრავალ სხვა სამსახურსაც გვიწევს; სახედარიც სიმძიმეთა ტარებაში ძალიან გვეხმარება; სხვა უტყვ ცხოველებიც ჩვენი ხორციელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გვემსახურებიან: ცხვარი მატყლით გვემსახურება სამოსლის მ...

სრულად ნახვა
საუბარი 9. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსებად" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამის ხელმწიფება და მისი დაკარგვა (2:19):

...არამედ მხეცები უშინდებოდნენ, ძრწოდნენ და ემორჩილებოდნენ თავიანთ მეუფეს. ხოლო, როცა მან ურჩობით თავისი კადნიერება დაკარგა, მაშინ მისი ხელმწიფებაც შემცირდა. რომ ყველა ცხოველი ადამიანის დაქვემდებარებაში იყო, ისმინე, როგორ ამბობს წერილი: „მოიყვანნა" მხეცნი და ყველა უტყვნი „ადამისა ხილვად... რაჲძი უწოდოს მათ" (). და ის, მხეცებს თავის გვერდით რომ ხედავდა, არ გაიქცა, არამედ, როგორც ბატონი დაქვემდებარებულ მონებს სახელებს აძლევს, ისე დაარქვა სახელები ყველა ცხოველს. „და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ, იგი არს სახელი მათი"; ეს უკვე ხელმწიფების ნიშანია. ამიტომ ღმერთმაც, ამითაც ამის ხელმწიფების ღირსების ჩვენება სურდა რა, მას ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა. მაშასადამე, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ მხეცები თავდაპირველად არ უშინდებოდნენ ადამიანს. მაგრამ არის კიდევ სხვა საბუთიც, არანაკლებ მყარი და უფრო ცხადიც კი. რომელი? გველის საუბარი ცოლთან. თუკი მხეცები უშინდებოდნენ ადამიანს, მაშინ გველს რომ ნახავდა, ცოლი არ გაჩერდებოდა, რჩევას არ მიიღებდა, მასთან ასეთი უშიშრად არ ისაუბრებდა, არამედ მისი ხილვისთანავე შეძრწუნდებოდა და განეშორებოდა. მაგრამ, აჰა, ის საუბრობს — და არ ეშინია; შიში მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. ხ...

სრულად ნახვა