მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 2:21

20. And Adam gave names to all cattle, and to the fowl of the air, and to every beast of the field; but for Adam there was not found an help meet for him.21. And the LORD God caused a deep sleep to fall upon Adam, and he slept: and he took one of his ribs, and closed up the flesh instead thereof;22. And the rib, which the LORD God had taken from man, made he a woman, and brought her unto the man.
Genesis თავი 2
21. And the LORD God caused a deep sleep to fall upon Adam, and he slept: and he took one of his ribs, and closed up the flesh instead thereof;
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ცოლის შექმნა ადამის ნეკნისგან (2:21-22):

ამრიგად, როცა ყოველი ცხოველი უკვე შექმნილი იყო და პირველქმნილისგან სახელები მიეღო, კაცთმოყვარე უფალი, თავის მიერ შექმნილისთვის ყოველივეს მომწყობი, მისი მსგავს შემწეს ეძებდა; მისთვის მთელი ეს ხილული ქმნილება რომ შექმნა, ყოველივეს გარდა, ცოლსაც ქმნის. და შეხედე, რა ზედმიწევნითობით გვასწავლის (წერილი) ამ ქმნილების შექმნას. რადგან უკვე გვაუწყა, რომ (ღმერთს) ადამისთვის მისი მსგავსი შემწის შექმნა სურდა, და ზემოთაც ნათქვამი იყო: „უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი", და აქაც ამბობს: „არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი", — ამიტომ ცოლის შექმნა ადამის არსებისგან აღესრულება, როგორც ნათქვამია: „და დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა" (). ამ სიტყვათა ძალა დიდია; იგი ყოველ ადამიანურ გონებას აღემატება: ვერსხვაგვარად გაიგებ მათ სიდიადეს, თუ არა რწმენის თვალებით მათ განხილვით. „და დასდვა, — ნათქვამია, — ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ლოტისა და მისი ქალიშვილების გამართლება (19:34–38):

...ობლად და ამ ნეკნიდან შექმნილი ცოლი ადამს მიუყვანა, — ზუსტად ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. და თუ ნეკნის აღება უგრძნობლად მოხდა ადამისთვის, რადგან ღმერთმა მას განკვირვება მოავლინა, მით უმეტეს ეს შეიძლებოდა ამ შემთხვევაში. და რასაც საღვთო წერილი იქ ასწავლის სიტყვებით: „დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა" (), იმავეს ნიშნავს აქაც სიტყვები: „და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ. და მიუდგეს, — ამბობს შემდეგ, — ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა. და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე. ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე" (დაბ 19:35–38). ხედავ, რომ მომხდარი თავშეუკავებლობის შედეგი არ ყოფილა? მათ შობილთ ისეთი სახელები დაარქვეს, რომლებიც თავად მოვლენაზე მიუთითებდა, და შვილთა სახელებში, თითქოს ძეგლებზე, მომხდარის ხსოვნა ამოტვიფრეს; ამასთან, უკვე მაშინ წინასწარ მიანიშნეს, რომ მათგან და მათი შთამომავლობისგან ხალხები და მრავალრიცხოვანი მოდგმა წარმოიშვებოდა. ერთი, ნათქვამია, იქნება მოაბიტელთა მამა, ხოლო მეორე — ამონიტელთა.

6. იოსების უმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არამედ ერთ ჴორც. რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (19,4-6).:

...ა ბრძანებასა ღმრთისასა, რაჲთა მათ ვერღარა თქუან, თუ: წინააღუდგები მოსეს. ეტყჳს უკუე, ვითარმედ: „არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ერთისა მისდა შეერთებად განწესებულ არს. ხოლო უკუეთუმცა ენება ერთისა დატევებაჲ და კუალად სხჳსა შერთვაჲ, ერთიმცა მამაკაცი შეექმნა და მრავალნი დედანი. ხოლო აწ სახითა მითცა დაბადებისაჲთა და სიტყჳთა მითცა განჩინებისაჲთა გამოაჩინა, ვითარმედ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა ერთი მამაკაცი ერთსა დედაკაცსა შეეყოს მარადის.

აწ უკუე „რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ“. ესე იგი არს: ნუ იკადრებთ ბრძანებასა ღმრთისასა დაჴსნად და იტყჳთ, რაჲთა ოდესცა ვის ენებოს, დაუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ იქორწინოს. ხოლო მოსეს თუ წინამიყოფთ მე, ღმერთსა და მეუფესა ყოველთასა, გი-ჩუენებ, ვითარმედ ესრეთ უბრძანებიეს, რამეთუ: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. დაღაცათუ შჯული ესე გიჩნს, თუ ჩემ მიერ აწ ითქუმის, გარნა დასაბამითგან არს, რამეთუ თქუა პირველითგან, ვითარმედ: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დ...

სრულად ნახვა