მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 2:8

7. And the LORD God formed man of the dust of the ground, and breathed into his nostrils the breath of life; and man became a living soul.8. And the LORD God planted a garden eastward in Eden; and there he put the man whom he had formed.9. And out of the ground made the LORD God to grow every tree that is pleasant to the sight, and good for food; the tree of life also in the midst of the garden, and the tree of knowledge of good and evil.
Genesis თავი 2
8. And the LORD God planted a garden eastward in Eden; and there he put the man whom he had formed.
საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სულისა და სხეულის შექმნის წესრიგი (2:8):

ამაშიც შეამჩნიე განსხვავება ამ საოცარი გონიერი არსების შექმნასა და უტყვთა შექმნას შორის. მათ შესახებ ღმერთი ამბობს: „გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ" — და მაშინვე წყლებისგან სულდგმული ცხოველები წარმოიშვნენ. მიწის შესახებაც ისევ ასევე: „გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი". ადამიანთან კი ასე არ იყო, არამედ ჯერ სხეული შეიქმნა მტვერისგან, შემდეგ კი მას სიცოცხლის ძალა მიენიჭა, რომელიც სულის არსებას შეადგენს. ამიტომ უტყვთა შესახებაც მოსემ თქვა, რომ „სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს" (). ხოლო ადამიანში არის უსხეულო და უკვდავი არსება, რომელსაც დიდი უპირატესობა აქვს სხეულზე, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება უსხეულოს უპირატესობას სხეულთან მიმართებაში. მაგრამ იქნებ ვინმე იტყვის: რატომ, თუ სული სხეულზე უმაღლესია, დაბალი იქმნება ჯერ, ხოლო შემდეგ — უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი? განა ვერ ხედავ, საყვარელო, რომ (სხვა) ქმნილებებთანაც ასევე მოხდა? ცა და მიწა, მზე და მთვარე, და ყოველივე სხვა, ასევე უტყვი ცხოველებიც უკვე შექმნილი იყვნენ, და ყველა მათ შემდეგ —...

სრულად ნახვა
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ადამის სამოთხეში დამკვიდრება (2:15):

...ას შემოაქვს. „და მოიყვანა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად" (). აი, როგორ ზრუნავს შექმნილ ადამიანზე! გუშინ ნეტარმა მოსემ გვიჩვენა, რომ „დაასხა ღმერთმან სამოთხე და დადვა მუნ კაცი" (), ესე იგი, ინება, რომ ადამიანს იქ ჰქონოდა საცხოვრებელი და სამოთხით ტკბებოდა. დღეს კვლავ გვიჩვენებს ღვთის გამოუთქმელ სიყვარულს ადამიანის მიმართ და იმავე სათქმელს იმეორებს: „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა" (). არ თქვა მხოლოდ: „სამოთხესა მას", არამედ დაუმატა: „საშვებელისასა", რათა ის მაღალი ტკბობა გვეჩვენებინა, რომელმაც ადამიანი იქ ცხოვრებით გრძნობდა. ხოლო, რომ თქვა: დაადგინა „სამოთხესა მას საშვებელისასა", მოსე ამბობს: „საქმედ მისა და დაცვად". დიდი მზრუნველობა ამაშიც ჩანს. რადგან სამოთხის ცხოვრება ადამიანს სრულ ტკბობას ანიჭებდა, ჭვრეტის სიამოვნებასაც და გემოვნებისასაც, — იმისთვის, რომ ადამიანი ზედმეტი მოსვენებისგან არ გაფუჭებულიყო („ფრიად უკეთურებასა ასწავებს უქმობაჲ" (

სრულად ნახვა
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ვარსკვლავთა დანიშნულება და ცის სამყაროს სილამაზე (1:19):

...? არა; ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ხშირად ერთ წამში დიდ სივრცეს გარბენენ და არასოდეს ერთ ადგილზე არ დგანან, არამედ თავიანთ სვლას აღასრულებენ, რაც უფლისგან აქვთ დანიშნული. მაშ, რას ნიშნავს „დასხნა"? ნიშნავს: ბრძანა, ცაზე ყოფილიყვნენ. წერილი, როგორც შემდეგ ვნახავთ, სხვაგან ამბობს, რომ ღმერთმა ადამი სამოთხეში „დასვა" (), არა იმ აზრით, რომ სამოთხეში ჩაამაგრა, არამედ იმ აზრით, რომ ბრძანა, სამოთხეში ყოფილიყო. ამგვარადვე ვარსკვლავებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა ბრძანა, ცის სამყაროზე ყოფილიყვნენ და თავიანთი ნათელი მიწაზე ეფრქვიათ. დაფიქრდი, საყვარელო, ნუთუ ყოველგვარ მდელოსა და ბაღზე უფრო სასიამოვნო არ არის ღამით ვარსკვლავიანი ცის ყურება, — როგორ არის იგი მრავალფეროვანი ვარსკვლავებით, თითქოს ყვავილებით, შემკული, და როგორ ასხივებენ ეს ვარსკვლავები მიწაზე სიუხვეს ნათლისა? ისინი სწორედ იმისთვის არიან დანიშნულნი, რომ მიწას ანათებდნენ და დღე-ღამეს განაგებდნენ, რაც საერთოდ ითქვა დიდი მნათობების შესახებაც. ორი მნათობისა და ვარსკვლავების შექმნის თხრობისის შემდეგ, მოსე ყველაფრის შესახებ საერთოდ ამბობს: „და მთავრობდენ დღესა და ღამესა", „და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა". როგორც დღისით არ ჩანს ცაზე მორბენალი და თავიანთ გზას მავალი ვა...

სრულად ნახვა