მაგრამ ვნახოთ, ამ უღმრთო საქციელისა და ამ მიუტევებელი დანაშაულის შემდეგ, რა შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას იჩენს ყოველთა ღმერთი. „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ" (). უკვე ეს ერთი, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენს ღმერთმა საუბარი ღირსყო, რა სახიერებას ამჟღავნებს? თუ ჩვენ ხშირად გვძაგს ჩვენი მსგავსი ადამიანებიც, როცა ასეთ ბოროტმოქმედებას ჩადიან, მით უმეტეს უნდა გავუკვირდეთ სახიერ ღმერთს, რომელმაც ასეთი მოთმინება გამოიჩინა, — და სრულიად სამართლიანად. ის მკურნალი და მოსიყვარულე მამაა. როგორც მკურნალი, ყველა ზომასა და საშუალებას იყენებს, რათა სასტიკი სნეულებებით დაავადებულთ ჯანმრთელობა დაუბრუნოს; ხოლო როგორც მოსიყვარულე მამა, მამობრივი სიყვარულის ძალით, სურს უზრუნველობის გამო თავიანთი კეთილშობილება დაკარგულთ პირვანდელ კეთილდღეობაში დააბრუნოს. ვინაიდან მისი სახიერება უზომოდ დიდია, სურს ასეთი ურჯულოების ჩამდენის მიმართაც გამოავლინოს თავისი დიდი კაცთმოყვარეობა და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება!...
Genesis 4:11
10. And he said, What hast thou done? the voice of thy brother's blood crieth unto me from the ground.11. And now art thou cursed from the earth, which hath opened her mouth to receive thy brother's blood from thy hand;12. When thou tillest the ground, it shall not henceforth yield unto thee her strength; a fugitive and a vagabond shalt thou be in the earth.
Genesis თავი 4