მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 4:12

11. And now art thou cursed from the earth, which hath opened her mouth to receive thy brother's blood from thy hand;12. When thou tillest the ground, it shall not henceforth yield unto thee her strength; a fugitive and a vagabond shalt thou be in the earth.13. And Cain said unto the LORD, My punishment is greater than I can bear.
Genesis თავი 4
12. When thou tillest the ground, it shall not henceforth yield unto thee her strength; a fugitive and a vagabond shalt thou be in the earth.
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

შენიშნე, საყვარელო, წყევლის განსხვავება. ნუ გამოტოვებ ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმით განსაჯე დანაშაულის სიმძიმე. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა (კაინისა) პირველქმნილის (ადამის) ურჩობასთან შედარებით, ეს მსურველს წყევლის განსხვავებიდან შეუძლია დაინახოს. იქ (უფალმა) თქვა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა" () და წყევლა მიწაზე გადაანთხია, თვით ადამიანზე მზრუნველობის გამო; აქ კი, რადგან საქმე დამღუპველია, თავხედობა შეუწყნარებელია, დანაშაული მიუტევებელი, თვით ექვემდებარება წყევლას: „წყეულ იყავ შენ, — ამბობს, — ქუეყანისაგან". ის თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...სჯის. ასე მოიქცა კაენის შემთხვევაშიც. სულმა შესცოდა, რადგან მკვლელობა ჩაიდინა, და მისი სხეული მოეშალა. როგორ? მოისმინე: „იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა“ (). და კაენი დადიოდა, ყველას ესაუბრებოდა, დუმილით ხმას გამოსცემდა და უხმობით ასწავლიდა. ენა დუმდა, ხოლო სხეულის ასოები ღაღადებდნენ და ყველას უხსნიდნენ, რატომ კვნესოდა და რატომ ძრწოდა: „ძმა მოვკალი, მკვლელობა ჩავიდინე“. ამის შემდეგ მოსე ამას ასოებით ამბობდა, კაენი კი საქმეებით დადიოდა და ყველას ეუბნებოდა: „არა კაც-ჰკლა,“ ().

იხილე მდუმარე პირი და ღაღადებელი საქმე? იხილე ცოცხალი სჯული, რომელიც ყველგან მიმოდიოდა? იხილე მოსიარულე სვეტი? იხილე სასჯელი, რომელიც პატივის წართმევად იქცა? იხილე...

სრულად ნახვა