მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 4:9

8. And Cain talked with Abel his brother: and it came to pass, when they were in the field, that Cain rose up against Abel his brother, and slew him.9. And the LORD said unto Cain, Where is Abel thy brother? And he said, I know not: Am I my brother's keeper?10. And he said, What hast thou done? the voice of thy brother's blood crieth unto me from the ground.
Genesis თავი 4
9. And the LORD said unto Cain, Where is Abel thy brother? And he said, I know not: Am I my brother's keeper?
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

მაგრამ ვნახოთ, ამ უღმრთო საქციელისა და ამ მიუტევებელი დანაშაულის შემდეგ, რა შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას იჩენს ყოველთა ღმერთი. „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ" (). უკვე ეს ერთი, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენს ღმერთმა საუბარი ღირსყო, რა სახიერებას ამჟღავნებს? თუ ჩვენ ხშირად გვძაგს ჩვენი მსგავსი ადამიანებიც, როცა ასეთ ბოროტმოქმედებას ჩადიან, მით უმეტეს უნდა გავუკვირდეთ სახიერ ღმერთს, რომელმაც ასეთი მოთმინება გამოიჩინა, — და სრულიად სამართლიანად. ის მკურნალი და მოსიყვარულე მამაა. როგორც მკურნალი, ყველა ზომასა და საშუალებას იყენებს, რათა სასტიკი სნეულებებით დაავადებულთ ჯანმრთელობა დაუბრუნოს; ხოლო როგორც მოსიყვარულე მამა, მამობრივი სიყვარულის ძალით, სურს უზრუნველობის გამო თავიანთი კეთილშობილება დაკარგულთ პირვანდელ კეთილდღეობაში დააბრუნოს. ვინაიდან მისი სახიერება უზომოდ დიდია, სურს ასეთი ურჯულოების ჩამდენის მიმართაც გამოავლინოს თავისი დიდი კაცთმოყვარეობა და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება!...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მადლიერების მსხვერპლი და წმიდანთა სიკვდილი:

...ახარებელი ჰეროდეს შესახებ: „იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ (). ხედავ, აბელის შემთხვევაშიც როგორ პატივდებული იყო სიკვდილი? „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?“ () „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო“ ().

5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი

ნახე ლაზარეს შემთხვევაშიც, როგორ წარუძღვოდნენ მას ანგელოზები სიკვდილის შემდეგ. ნახე მოწამეთა საფლავებისკენაც, როგორ მიეშურებიან ქალაქები და როგორ აღეგზნება ხალხი სურვილით. სწორედ ამას ამბობს: ღმერთს წმიდანთა სიკვდილის მიმართაც დიდი ზრუნვა და დიდი მზრუნველობა აქვს. რადგან ისინი არც უბრალოდ და არც შემთხვევით კვდებიან, არამედ მაშინ, როცა თავად განგებულებით დაუშვებს. ამიტომ ამბობდა: „წინაშე უფლისა“ (

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უკანასკნელი ჟამები და ვერცხლისმოყვარება:

...ა, თუ გსურთ, ამას სხვაგვარადაც, მაგალითით გავხადი ცხადს.

კაენმა ძმა შეურაცხყო და მაშინვე ღმერთიც შეურაცხყო. როგორ შეურაცხყო? იხილე, როგორ კადნიერად მიუგებს ღმერთს: „ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?" (). ისავმაც კვლავ ძმა შეურაცხყო და ღმერთიც შეურაცხყო. ამიტომ ამბობდა ღმერთი: „იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე" (). ამიტომ პავლეც ამბობს: „ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ" (). იოსები ძმებმა შეურაცხყვეს და ღმერთიც შეურაცხყვეს. ისრაელიანებმა მოსე შეურაცხყვეს; ამიტომ ღმერთიც შეურაცხყვეს. ასევე ელის ძეებიც ხალხს შეურაცხყოფდნენ და ღმერთსაც შეურაცხყოფდნენ.

გსურს, საწინააღმდეგო მხრიდანაც იხილო? აბრაამმა ძმა დაინდო და ღმერთსაც...

სრულად ნახვა