მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Hebrews 4:13

12. For the word of God is quick, and powerful, and sharper than any twoedged sword, piercing even to the dividing asunder of soul and spirit, and of the joints and marrow, and is a discerner of the thoughts and intents of the heart.13. Neither is there any creature that is not manifest in his sight: but all things are naked and opened unto the eyes of him with whom we have to do.14. Seeing then that we have a great high priest, that is passed into the heavens, Jesus the Son of God, let us hold fast our profession.
Hebrews თავი 4
13. Neither is there any creature that is not manifest in his sight: but all things are naked and opened unto the eyes of him with whom we have to do.
ებრაელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომლისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი (4,13).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისა მიმართ თანა-გუაც სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს.

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
10. ღმრთის მართალი შეწევნა და სულგრძელობა:

...მოძიებას“ ნათლად ცოდნის მნიშვნელობით ხმარობს, ასევე აქაც სიტყვა „გამომეძიებელი“ ზუსტად ცოდნის მნიშვნელობით ითქმის. ხოლო „გამოცდაც“ გაშიშვლებას ნიშნავს, რაც ზუსტი შემეცნებისა და ცოდნის საქმეა, როგორც პავლეც ამბობს: „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (). „სამართლიანია ჩემი შეწევნა“ (). სხვა ამბობს: „მართალია ჩემი დამცველი“. რას ნიშნავს: „სამართლიანია ჩემი შეწევნა ღმრთისაგან“ ()? სამართლიანად მომეცემოდა იგი ღმრთისაგანო, ამბობს, რადგან არაფერს უსამართლოს ვითხოვ. ამიტომ, თუ ზეგარდმო შემწეობით უნდა ვისარგებლოთ, ისეთი რამ უნდა ვითხოვოთ, რასაც სამართლიანობის საფუძველი აქვს, რათა თვით თხოვნის ბუნებით ჩვენკენ მოვიზიდოთ იმ ღმრთის შემწეობა, „რომელმან განარინნის წრფელნი გულითა“ (). ეს არის მისი საქმე, ეს არის მისი...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტესადმი ერთგულება და შინაგანი მშვენიერება:

...ამბობ ჩვენ წინაშე. ნუთუ მე მაძლევ ანგარიშს? ანგარიშს იმას მისცემ, ვინც ყველაფერს, რაც ხდება, ესწრება და მაშინაც გამოიძიებს; იმას, ვის წინაშეც „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი“ (). ამიტომ ჩვენც ახლა ამას ვამბობთ, რათა იმ პასუხისგებათა წინაშე ბრალეულნი არ გაგხადოთ. გვეშინოდეს, ღმერთმა თქვენც არ გისაყვედუროთ ის, რაც წინასწარმეტყველის პირით იუდეველ ქალებს უთხრა: „სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი“ ().

დიდი ბრძოლა იკისრეთ, სადაც ასპარეზობაა საჭირო და არა კაზმვა; მუშტიკრივია საჭირო და არა განაზება. ნუთუ ვერ ხედავ მოკრივეებსა და მოასპარეზეებს? ნუთუ სიარულსა და გარეგნობაზე ზრუნავენ ისინი? არანაირად; არამედ ყოველივე ამას ტოვებენ, ზეთით გაჟღენთილ სამოსს ისხამენ და მხოლოდ ერთს უყურებენ: დაარტყან და დარ...

სრულად ნახვა