მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 1:5

4. Ah sinful nation, a people laden with iniquity, a seed of evildoers, children that are corrupters: they have forsaken the LORD, they have provoked the Holy One of Israel unto anger, they are gone away backward.5. Why should ye be stricken any more? ye will revolt more and more: the whole head is sick, and the whole heart faint.6. From the sole of the foot even unto the head there is no soundness in it; but wounds, and bruises, and putrifying sores: they have not been closed, neither bound up, neither mollified with ointment.
Isaiah თავი 1
5. Why should ye be stricken any more? ye will revolt more and more: the whole head is sick, and the whole heart faint.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მზაკვარი ენა და ზენა იერუსალიმი:

...ენისათჳს მზაკვარისა?“** (). ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: რა სასჯელი მოიძებნებოდა ამ ბოროტების შესაფერი? ამასვე ეუბნებოდა ესაიაც იუდეველებს: „რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა?“ (). სწორედ ამას ამბობს თვით : „რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?“ (). ან ამას ამბობს, ან იმას, რომ თვით ესეც სასჯელია: განკითხვამდე საკუთარ თავსვე ახდევინებ სასჯელს, რადგან ბოროტებას შინაგანად შობ.

რადგან ბოროტება სულის უდიდესი სასჯელია, განკითხვამდეც კი. მაშ, როგორი სასჯელი იქნებოდა ასეთი კაცის შესაფერი? აქ - არც ერთი; არამედ ღვთისგან მომავალი წყლულება. ადამიანი ხომ შესაფერისად ვერ მიუზღავდა, რადგან ეს ბოროტება ყოველგვარ სასჯელს აღემატება; ღმერთი კი მოაწევს წყლულებას....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9.:

...ამას მთლიანად მოსპობს. ხოლო „თავი და თმანი ფერჴთანი და წუერი მოუღოს“ () - სხეულის იგავით მთელ ქვეყანას ამბობს, სიტყვით მათ მთელ ქვეყანას მოიცავს, როგორც დასაწყისშიც ამბობდა: „ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად“ (). „ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე“ () - ამას ერთი ადამიანის შესახებ კი არ ამბობს, არამედ მთელ ქვეყანას ერთ სხეულს ადარებს. სწორედ ამას ამბობს აქაც: მთელი ქვეყანა მძიმე სასჯელს დაითმენს. ამას იგი ერთგან სამართებლის, მეორეგან კი სხეულის ხატის მეშვეობით აცხადებს და აჩვენებს, რომ ღმრთისაგან მომავალი განჩინება ყოველ სამართებელზე უფრო მძიმედ გაანადგურებს ადამიანებსაც და მიწის ნაყოფსაც, ქვეყანას კი შიშველსა და უდაბურად დატოვებს. შემდეგ ამავე უდაბურებას სხვა ხატით აჩვენებს.

ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ შიში ყოველივე გზით მძლავრად დარჩეს და სიტყვის სიგრძემ შფოთი არ გაანელოს....

სრულად ნახვა