მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 14:13

12. How art thou fallen from heaven, O Lucifer, son of the morning! how art thou cut down to the ground, which didst weaken the nations!13. For thou hast said in thine heart, I will ascend into heaven, I will exalt my throne above the stars of God: I will sit also upon the mount of the congregation, in the sides of the north:14. I will ascend above the heights of the clouds; I will be like the most High.
Isaiah თავი 14
13. For thou hast said in thine heart, I will ascend into heaven, I will exalt my throne above the stars of God: I will sit also upon the mount of the congregation, in the sides of the north:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ლო ამპარტავნებამ უსხეულო ძალა ზემოდან ჩამოათრია და დასცა. რადგან ეშმაკი, რომელიც მანამდე ეშმაკი არ იყო, სწორედ ამან აქცია ეშმაკად. და თუ ესაიას მოვიყვანთ მოწმედ, რომელიც მასზე ასე ამბობს: „ზეცად ავალ და უზენაესს ვემსგავსები“ (), ისინი, ვინც ალეგორიებს ხალისით არ იღებენ, ჩვენს მოწმობას გვერდით გადადებენ; მაგრამ თუ მის ბრალმდებლად პავლეს დავაყენებთ, ამის შემდეგ უკვე ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაშ, რას ამბობს პავლე, როცა ტიმოთეს წერს? იმას, რომ ვინც ახლახან შეეხო ქადაგებას, ეპისკოპოსობის დიდ ღირსებამდე აყვანა არ უნდა, პავლე დაახლოებით ასე ამბობს: „ნუ იქნება ახლად მოქცეული, რათა, გაამპარტავნებული, ეშმაკისავე სასჯელში არ ჩავარდეს“ (); ანუ, ამბობს, რათა ეშმაკის მსგავსად იგივე არ შესცოდოს და ეშმაკივითვე იმავეთი არ დაისაჯოს.

4.

და ეს მხოლოდ აქედან კი არ არის ცხადი, არამედ იმითაც, რაც იმ ბოროტმა დემონმა ადამიანთა შორის პირველად შექმნილს ურჩია....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კე ვითარმედ ჯერ-არს მარადის მადლობაჲ ღმრთისაჲ:

...ღა-ღატ-ყო: „ჵ უბადრუკსაო!“ და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავ-თა თჳსთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომი თჳსი. და რომელმან თავი თჳსი არა იცოდის, მან სხუაჲ რაჲმცა იცოდა? ესევითარი იყო იგი, რომელმან თქუა: „დავდგა საყდარი ჩემი მაღალთა ზედა“, ვინაჲთგან თავი თჳსი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთჳს სრულიად უგუნურ იქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთჳს ნარჩევად ყოველთა უწესს თავსა თჳსსა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთა ზედა. მას უკუე ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო. ხოლო ესე წარვჰმართოთ, უკუეთუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა; რამეთუ არარაჲ ესრეთ დაგუაბრკოლებს ცნობად თავთა თჳსთა, ვითარ შემსჭუალვაჲ სოფლისა საქმეთა, და არარაჲ ესრეთ შეგუამსჭუალავს სოფლისა საქმეთა, ვითარ უცნაურობაჲ თავისა თჳსისაჲ. ხოლო რომელმან უგულებელს-ყვნეს სოფლისა საქმენი, მან თავიცა თჳსი იცნას და სხუათაცა სათნოებათა შინა წარემატოს.

აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა კეთილი ესე წესი შევიკრძალოთ, განვეყენნეთ სიყუარულსა ცუდთა ამათ და წარმავალთასა, ვიცნათ უნდოებაჲ თავთა თჳსთაჲ და შევიტკბოთ წესი სიმდაბლისაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილ-თა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ...

სრულად ნახვა