მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 5:19

18. Woe unto them that draw iniquity with cords of vanity, and sin as it were with a cart rope:19. That say, Let him make speed, and hasten his work, that we may see it: and let the counsel of the Holy One of Israel draw nigh and come, that we may know it!20. Woe unto them that call evil good, and good evil; that put darkness for light, and light for darkness; that put bitter for sweet, and sweet for bitter!
Isaiah თავი 5
19. That say, Let him make speed, and hasten his work, that we may see it: and let the counsel of the Holy One of Israel draw nigh and come, that we may know it!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...ვამდნენ, შეჭირვებულებს შეურაცხყოფდნენ და ამბობდნენ: „როდის იქნება?" (ამასვე ამბობდნენ წინასწარმეტყველებიც: „რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.“ () და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნეებზე კი არ ამბობს, არამედ მათზე, ვისაც ეს ურწმუნოების გამო სურს; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ თქვა პავლემ ასე.

და იხილე, როგორ ანუგეშებს შეჭირვებულებს, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეთა კეთილდღეობას იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ მოდის; სწორედ ასე მოდის იგი. ღირს ისიც გამოვიძიოთ: თუ ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).:

...ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“. რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა. ხოლო არა თქუა, თუ: აწვე ცული ჰკუეთს ძირსა ხეთასა, არამედ: ძესო ძირთა თანა, რაჲთა გულისჴმა-უყოს, ვითარმედ ამისთჳს ძეს, რამეთუ სინანულსა მოელის; უკუეთუ კულა გამოჩნდეს და დამტკიცდეს უნანელობაჲ თქუენი, მზა არს მოკუეთად.

ამით ყოვლითა აღაორძინებს შიშსა მას და ყოვლით კერძო...

სრულად ნახვა