მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 53:2

1. Who hath believed our report? and to whom is the arm of the LORD revealed?2. For he shall grow up before him as a tender plant, and as a root out of a dry ground: he hath no form nor comeliness; and when we shall see him, there is no beauty that we should desire him.3. He is despised and rejected of men; a man of sorrows, and acquainted with grief: and we hid as it were our faces from him; he was despised, and we esteemed him not.
Isaiah თავი 53
2. For he shall grow up before him as a tender plant, and as a root out of a dry ground: he hath no form nor comeliness; and when we shall see him, there is no beauty that we should desire him.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...(ესაია 50,6)

და კუალად იტყჳს: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ, არცა სიკე-თე, არამედ ხილვაჲ იგი მისი უპატიო და დაკლებულ უფროჲს ძეთა კაცთაჲსა. იგინა და არა შეირაცხა. ამან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნა და სნეულებანი ჩუენნი თავს-ისხნა, იწყლა უშჯულოებათა ჩუენთათჳს და იგუემა ცოდვათა ჩუენთათჳს“, და შემდგომი ამისი.

რამეთუ ესე ყოველი უყვეს უფალსა ჩემსა ჰურიათა და სხუაჲ უმრავლესი, სცემდეს და ეკიცხევდეს, ვითარმედ: „გჳწინაჲსწარმეტყუელე ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ ხოლო ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰბურეს თავსა და ჰგუემდეს მას და ჰკითხვიდეს: წინაჲსწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ 2 ამას, საყუარელნო, ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ, ამას უწყინოდ ვისმენდეთ, ესე ყოველი დავწეროთ გონებათა შინა ჩუენთა, რამეთუ ესე არს დიდება ჩუენდა და სიქადულ; ამას ზედა ვიქადი მე, არა თუ ოდეს ვაჴსენო, ვითარ აურაცხელნი მკუდარნი აღადგინნა და სხუანი იგი სასწაულნი აღასრულნა, არამედ ოდეს მოვიჴსენნე ვნებანიცა, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა.

ამას ზედა იქადის ნეტარი პავლეცა, ოდეს აჴსენოს ჯუარ-ცუმაჲ მისი და სიკუდილი და ყოველნივე იგი ვნებანი და შეურაცხებანი და ყუედრებანი, რომელნი ჩუენთჳს თავს-ისხნა უშჯულოთა ჰურიათაგან, რომელთაიგი ოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).:

...არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო დავითს დიდებული იგი სახე ჴორციელისა ხატისა მისისაჲ სულითა წმიდითა ეუწყა და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთასა“, რაჲთა მოასწავოს მადლი მისი და სიბრძნე და მოძღურებაჲ და სასწაულნი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“, რომლისა არა არს რიცხჳ მადლისა მის მისისაჲ.

ამისთჳსცა ყოველთა მიერ საწადელ იყო ხილვად, და ხილვისა ოდენ მისისაგან დიდითა სარგებელითა აღივსებოდეს, რამეთუ უკუეთუ პირი მოსესი დიდებულ იყო, და სტეფანესი იქმნა, ვითარცა ანგელოზისაჲ, გულისჴმა-ყავთ, ვითარიმცა იყო ყოველთა მეუფჱ. უწყი, ვითარმედ მ...

სრულად ნახვა