...ოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარცა-ესე აქაცა ქმნა. „ხოლო ესეოდენნი სასწაულნი ქმნნა, და არა ჰრწმენა მისი. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა...