თარგმანი: აჰა ესერა ცხად ყო, ვითარმედ, ვითარცა სული და ჴორცნი სწორებით საჴმარ არიან სრულ-მყოფელად გუამსა კაცისასა, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი სწორებით საჴმარ არიან.
James 2:26
...ნით ითხოვთ, მიიღებთ“ ().
მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებული და აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე ().
„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ. 2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ () „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ ()
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.
არ შემიძლია მადლო...
...იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
ნუთუ ბოროტმა უნდა გვძლიოს და ამ ზეციურ მადლსა და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს? ნუთუ ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული? ნუ იყოფინ! წმიდა მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (), ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა.
სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: „სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად, ... რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“ ().
ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა-კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის).
ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები.
ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ...
..., რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა"** (). დაე, ცხოვრება შეესაბამებოდეს დოგმატებს, და დოგმატები იყვნენ ცხოვრების მაუწყებელნი. „რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (), და საქმეები სარწმუნოების გარეშე მკვდარია. თუ საღ დოგმატებს ვინარჩუნებთ, მაგრამ ცხოვრებაზე არ ვზრუნავთ, არანაირი სარგებელი არ გვექნება დოგმატებისგან; და კიდევ, თუ ცხოვრებაზე ვზრუნავთ, მაგრამ დოგმატებში ვკოჭლობთ, ამ შემთხვევაშიც არანაირი სარგებელი არ იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრიდან მტკიცე იყოს. „ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი", – ამბობს უფალი, – „ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა" (). ხედავ, როგორ სურს მას, რომ არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ აღვასრულოთ და საქმით გამოვაჩინოთ ის, რასაც ვისმენთ, გონიერს უწოდებს რა მას, ვინც სიტყვების შესაბამისად მოქმედებს, ხოლო უგუნურს – მას, ვინც სიტყვებს არ გასცდება. და სამართლიანად, რადგან ეს უკანასკნელი, ამბობს უფალი, **„აღაშენა სახლი თჳსი ქჳშა...
...ბთ.
და კუალად ბნელი - დაბნელებულთათჳს გონებითა, ესე იგი არს უცხო-ყოფაჲ ღმრთისაგან, საზომისაებრ აქაჲთვე სიბნელისა კაცად-კაცადისა, და მიცემაჲ საუკუნეთა მათ სატანჯველთა.
ამის ესევითარისა მართლისა სარწმუნოებისა საფუძველსა ზედა, საყუარელნო, ვიქმოდით კეთილთა საქმეთა, რამეთუ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს“, ვითარცა-იგი საქმენი - თჳნიერ სარწმუნოებისა.
და ესე არს ბრძანებაჲ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: „ასწავებდითო დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი.
ხოლო ვინაჲთგან დიდთა და მაღალთა საიდუმლოთა და მცნებათა ღმრთივშუენიერთა უბრძანა სწავლად ყოვლისა სოფლისა, ამისთჳს განამტკიცებს და განაძლიერებს გონებათა მათთა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“ (28,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა დიდებული ესე ჴელმწიფებაჲ? მე თქუენ თანა ვარო ყოვლადვე, ნუ გეშინინ, ნუცა შეორგულდებით, თუ ვითარმცა თქუენ, მცირედთა და უსწავლელთა, შეუძლეთ ამის საქმისა ქმნად, რაჲთამცა მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-ეცით და ასწავეთ დამარხ...