მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

James 4:6

5. Do ye think that the scripture saith in vain, The spirit that dwelleth in us lusteth to envy?6. But he giveth more grace. Wherefore he saith, God resisteth the proud, but giveth grace unto the humble.7. Submit yourselves therefore to God. Resist the devil, and he will flee from you.
James თავი 4
6. But he giveth more grace. Wherefore he saith, God resisteth the proud, but giveth grace unto the humble.
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (4,6).:

თარგმანი: ესე იგავთაგან შემოუღებიეს წამებად, რაჲთა სიმდაბლით და შევრდომით მოქენე ყოს გონებაჲ ჩუენი მოწყალებათა მიმართ ღმრთისათა, რაჲთა მან სახიერებით აღამაღლოს მიწად სიკუდილისა დამდაბლებული ცხორებაჲ ჩუენი.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:

...ვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.

ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.

მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.

არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თჳსთა? და მჴედრობასა განაწესებენ და ერისთავთა დაადგენენ და ხარკთა შეჰკრებენ და დღე და ღამე ამათ საქმეთა შექცეულ არიან, რაჲთა ორი ესე წარჰმარ-თონ: ძლევაჲ მტერთაჲ და მშჳდობით დ...

სრულად ნახვა