...დარებელ საგნებზეც გამოიყენოს, მაშინდელ მსმენელთა უძლურების გამო. ამიტომ ამას შედარებით კი არ ამბობს, არამედ მათ უძლურებამდე დამდაბლებით. ამიტომაც სხვა წინასწარმეტყველიც ამბობდა: „წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ“ (); რადგან ამ სასოებაზე უფრო უმნიშვნელო არაფერია; ობობის ქსელზე უფრო უმნიშვნელოც კი არის; უფრო სწორად, არა მხოლოდ სუსტია, არამედ სახიფათოც. ეს იციან მათ, ვინც ხშირად ადამიანებს მიენდო და სწორედ მათთან ერთად დაეცა. ხოლო ღმერთზე დამყარებული სასოება არა მხოლოდ ძლიერია, არამედ მტკიცეც, და არავითარი ცვალებადობა არ აქვს.
ამიტომაც პავლე ამბობდა: „ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“ (). სხვა ბრძენიც ამბობს: „მიმოიხილეთ ძველი თაობები და იხილეთ: ვინ ესავდა უფალს და შერცხვა?“ ()1....