...ბის სიდიადე: ხედავს, რომ დავეცით, შეურაცხვყოფილნი ვართ, არანაირი კადნიერება არ გვაქვს მის წინაშე; მაგრამ, როცა ოდნავ მაინც ავდგებით და გადავწყვეტთ, მისი კაცთმოყვარეობის სიმდიდრეს მივმართოთ, მაშინვე ისმენს ჩვენს ვედრებას, ხელს გვიწვდის ძირს დამხობილთ, აღმართავს დაცემულთ და მოგვიხმობს: „ნუ დაცემული არ აღდგების" ()? მაგრამ, რათა გამოცდილებით დაგიმტკიცოთ, რომ მრავალმა საკუთარი ვედრებით უფრო სწრაფად მიაღწია სასურველს, ვიდრე სხვათა ვედრებით, საჭიროა იმათი მაგალითი წარმოვადგინოთ, ვინც ამის ღირსი გახდა. ეს მაგალითები ჩვენც შეიძლება მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ აღგვძრან. მოისმინეთ, როგორ ქანანელი ქალი, უცხოტომელი, სულიერ მწუხარებაში მყოფი, როცა სულთა მკურნალი და სიმართლის მზე დაინახა, ბნელში მსხდომთათვის გამობრწყინებული, — რა მოშურნეობით, რა მხურვალე გულმოდგინებით მიეახლა მას; და არც ის, რომ ქალი იყო, არც ის, რომ უცხოტომელი — არაფერი შეუშლია, არამედ ყველა ეს დაბრკოლება უგულებელყო, მიეახლა და თქვა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (). მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნე დუმს და არ პასუხობს, არ აღირსებს სიტყვით და არ გამოხატავს თანალმობას ქალური უძლურების მიმართ, ხედავს...