...აფად აღვდგებით, თუნდაც დავეცეთ. მაგრამ როგორ უნდა დაიწყოს ეს გზა? თუ დაცემის შემდეგ უგულისყურონი არ გავხდებით და არც სასოწარკვეთილებას მივეცემით, არამედ საკუთარ თავს ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ვუგალობებთ: „ნუ დაცემული არ აღდგების?“ (). და კვლავ: „დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას“ (); და ამ აზრებით საკუთარი თავი შევკრათ და ზემოთ ამოვიზიდოთ. „მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ“ (). სხვა თარგმანშია: „მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი“ (), ესე იგი, სწრაფად.
6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება
ხედავ სულს, რომელიც ჭირსა და შფოთშია? რადგან გამოცდის დადგომამდე ამ სულს სურს მოისმინოს, რათა სასოებითა და მოლოდინით გაიმართოს....