...ს; ამიტომ აქ მართალნი ჭირს ითმენენ: რადგან მწირნი არიან, რადგან უცხონი არიან, რადგან უცხო მხარეში არიან. ამრიგად, მართალნი ამას გამოცდისათვის ითმენენ; რადგან მოისმინე ღმერთის სიტყვა იობისადმი: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად" ()? ხოლო ცოდვილნი, თუკი ოდესმე ასეთ რამეს ითმენენ, ცოდვების სასჯელს იხდიან.
ამრიგად, ყველაფერში მადლობა შევწიროთ ღმერთს — იქნება გამოცდისათვის, იქნება ცოდვების სასჯელად, რადგან ორივე ეს სასარგებლოა. არაფერს აკეთებს სიძულვილით და არც ჩვენგან ზურგშექცევით, არამედ ორივე ამას ჩვენზე მზრუნველობითა და ზრუნვით იქმს. ამბობს: „რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (). ესე იგი, ადრეული ასაკიდან საღმრთო წერილი ისწავლე. ღვთაებრივ წერილებს კი საღმრთო წიგნებს უწოდებს. მათში აღიზარდე, ამიტომ მათითაც შენი რწმენა მტკიცე უნდა იყოს...