მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 1:4

3. All things were made by him; and without him was not any thing made that was made.4. In him was life; and the life was the light of men.5. And the light shineth in darkness; and the darkness comprehended it not.
John თავი 1
4. In him was life; and the life was the light of men.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: თჳნიერ მისა, რაოდენი-რაჲ იქმნა დაბადებულთაგანი, არარაჲ ქმნილ არს.

ჰხედავა, ვითარ ერთითა ამით სიტყჳთა ყოველივე მოასწავა? და რამეთუ თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, ამით ყოველნივე ხილულნი და უხილავნი მოასწავნა, ხოლო სული წმიდაჲ განყო. თქუა რაჲ, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, სულიცა სადამე წმიდაჲ მის მიერვე ქმნულ არს, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „რაოდენი-რაჲ იქმნა“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე დაბადებულთათჳს ვიტყჳ: „არცა ერთი რაჲ იქმნა თჳნიერ მისა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, ხოლო სული წმიდაჲ არა ქმნილთაგანი არს, არამედ შემოქმედი არს, ვითარცა ძჱვე, ხოლო მის მიერ იქმნა ყოველი, რაოდენი იქმნა, გინა თუ უხილავნი და უჴორცონი, ანუ თუ ცათა შინა მყოფნი. ჰხედავა სწავლასა ამას კეთილსა და უცთომელსა? რამეთუ თქუა დაბადებულთათჳს, რომელთათჳს ეთქუა მოსეს, მერმე მოიჴსენნა უხილავნიცა, ხოლო სული წმიდაჲ ყოვლისაგანვე განყო.

ეგრეთვე პავლე, ამის მადლისა მიერ აღვსებულმან, თქუა, ვი-თარმედ:...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2006 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...დ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისათვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან გასხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგან როგორც მოციქული ბრძანებს: „სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი“ ().

მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწევთ, თუ ცოდვებისგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძანებს, - უნდა შევიყვაროთ თვით ჩვენი მტრებიც და კეთილს უნდა ვუყოფდეთ მათ.

ესეც ხდება, რომ ადამიანმა შეიძლება ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!

ამიტომაც თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება ადამიანის პიროვნებისა, იგი ერთი მხრივ იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან და მეორეს მხრივ უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა მან არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება არ უარჰყოს სრულად.

სულიერი ც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...ისთჳს მაღალი მეცნიერებაჲ. ხოლო იოვანე ოდეს თავით თჳსით იტყოდის, მაშინ არღარა ესრეთ იქმს, არამედ უმაღლესისა მიმართ აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“, და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს...

სრულად ნახვა