თ ა რ გ მ ა ნ ი: ბნელად სიკუდილსაცა უწესს და საცთურსაცა, რამე-თუ ნათელი ესე ხილული არა ბნელსა შინა ჩანს, არამედ თჳნიერ ბნელისა ნათობს, ხოლო რაჟამს ბნელი მოიწიოს, დაბნელდის იგიცა, რამეთუ ქადაგებაჲ იგი ქრისტჱსი შორის საცთურისა ბნელსა გამობრწყინდა და იგი განაქარვა. და სიკუდილად რაჲ მოვიდა, თავადი იგიცა განაქარვა და ესრეთ სძლო, რომელ შეპყრობილნიცა მას შინა აღმოიყვანნა. და ვინაჲთგან ვერცა სიკუდილი მძლე ექმნა მას, ვერცა საცთური, არამედ ბრწყინავს ყოველსა ადგილსა ძალითა თჳსითა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ბნელი მას ვერ ეწია“ (1,5), რამეთუ არს უძლეველ და არა დაემკჳდრების სულთა შინა, რომელთა არა სწადოდის განათლებად.
John 1:5
...ერც მდაბალი გახდება; არამედ მის დამდაბლებაშიც სიმაღლე რჩება და ცხადდება. რადგან მაშინაც, როცა მოკვდა, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად აჩვენა სიკვდილის წინააღმდეგ თავისი ძალა. ამბობს: „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (); სწორედ ასე გამოჩნდა მისი სიმაღლეც დამდაბლებაში. იხილე იგი ჯოჯოხეთში მყოფი, როგორ არყევს ზენა ყოველივეს. რადგან მაშინ მზემ სხივები მოარიდა, კლდეები იხეთქებოდა, კრეტსაბმელი იპობოდა, მიწა ირყეოდა, იუდა თავს იხრჩობდა, პილატე და მისი ცოლი ძრწოდნენ, თვით მსაჯული კი თავს იმართლებდა. ამიტომ, როცა გაიგონებ, რომ იგი შეიკრა და იგვემა, ნუ შეძრწუნდები, არამედ იხილე, როგორ აჩვენებს ძალას თვით ბორკილებშიც. მან თქვა: „ვის ეძიებთ?“ (). და ყველა უკან დასცა. ხედავ, როგორ არის საშინელი, როცა მხოლოდ ხმითა და ნიშანით ამდენს იქმს?
ამიტომ, რ...
...ტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“. იოანე ღვთასმეტყველი ამბობს: ღმერთი ნათელ არს (I იოანე, 1,5).
იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარვდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია ().
ეკლესიის გარეშე მდგომთ, მათ, ვისაც ქრისტიანობა მხოლოდ თეორიულად ესმით, მაცხოვარი ზოგჯერ მორალისტად მიაჩნიათ, ადარებენ მას დიად ადამიანებს: ბუდას, მუჰამედს, ფილოსოფოსებს და ა. შ. ნაწილი კი საერთოდ უარყოფს იესოს მოძღვრებას და იმის დამტკიცებასაც ცდილობს, ქრისტე, როგორც პიროვნება, არ არსებობდაო.
იესო ქრისტე და მისი მოძღვრება არ საჭიროებს ვინმეს დაცვას; მსოფლიოს თითქმის 1000 ენასა და დიალექტზე თარგმნილი სახარება თვითაა საუკეთესო მოწმობა და ღაღადება ნათელზე, მსხვეპლზე გოლგოთისა - იესო ქრისტეზე, თავისი ნებით სოფლის ცოდვათა მტვირთველზე.
კრავი უფლისა ჯვარს აცვეს, ის კი მაინც ცოცხალია, მას უარყოფვნ, იგი კი კვლავაც ჩვენთანაა, ჭიშკარს უკეტავენ, ის დგას და რეკავს კარზე შენი გულისა, იცდის, როდის შეუშვებ;
ერთნი მაცხოვრის მოწოდებისთანავე აღებენ კარებს, მეორენი მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიწიერი ფუფუნება აზრს დაკარგავს მათთვის, როცა ბრძენთაბ...
...ტეს მიერ სმენილი ესე არს გამოცხადებაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, რომლისათჳს თჳთ თავადი ჴმობს: "მე ნათელი სოფლად მოვივლინე" (), და "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ" (), და კუალად თჳთ ესევე ღმრთისმეტყუელი იტყჳს: "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს" (), ესე იგი არს სიკუდილსა და საცთურსა შინა სოფლისასა, და ესევითარნი ბნელნი მას ვერ ერევიან, ვერცა დააბრყჳლებენ ნათელსა მისსა. ხოლო ოდეს გესმას ბნელი გარემოჲს მისსა დადებულად, ესე მიუწდომელობისათჳს მისისა გულისჴმა-ყავ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა (1,6).
თარგმანი: ესრეთ ეძიებს ზიარ-ყოფასა ღმრთისასა, რაჲთა, ვითარ-იგი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა, ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით საქმეთა ნათლისათა და განვეშორნეთ საქმეთა ბნელისათა, რამეთუ ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნების.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას და სისხლი იგი იესუჲს ძისა მისისაჲ განგუწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა (1,7).
თარგმანი: ნათელსა შინა სლვად გულისჴმა-ჰყოფდ მოქმედებასა სათნო...