თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს შორით არა მოუწოდა მას და წარმოადგინა, ანუ რაჲსათჳს არა აღადგინა, ვიდრე ლოდი იყო მის ზედა? რამეთუ რომელმან გუამი მკუდრისაჲ უსულოჲ სულიერ-ყო და შეკრულსა ავლენდა, არამცა შეუძლოა, დაღაცათუმცა ლოდი ზედა იყო, აღდგინებად? ხოლო რაჲსათჳს არა ქმნა? ამისთჳს, რაჲთა იგინი თჳთ მოწამე იყვნენ საქმისა მის საკჳრველისა და ვერ თქუან, ვითარცა ბრმისათჳს, ვითარმედ: ესე არს, და სხუანიმცა იტყოდეს, ვითარმედ: არა ესე არს. ანუმცა უცნებად შეჰრაცხეს საქმჱ იგი, ანუმცა სხუაჲ სხჳსა წილ, არამედ მისლვაჲ საფლავად, და აღებაჲ ლოდისაჲ, და აღდგომაჲ შეკრულისაჲ, და ბრძანებაჲ განჴსნად, და მუნ ყოფაჲ მეცნიერთაჲ, და ცნობაჲ სამოსელთაცა მიერ, და ხედვაჲ დათაჲ, და რამეთუ იგიცა იტყოდა მართა: აჰა ესერა ყარსო, ესე ყოველი დაუყოფდა უკეთურთა მათ პირსა და მოწამე იყო სასწაულისა მის. ამისთჳსცა ბრძანებს აღღებად ლოდისა მის საფლავისა მისგან, და ამისთჳსცა ჰკითხვიდა პირველ, ვი-თარმედ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა რომელთა თქუეს: „მოვედ და იხილე“, ვერღარა თქუან, თუ: არა იგი აღადგინა; რაჲთა წამებდენ სიტყუაჲცა და ჴელნიცა მათნი: სიტყუაჲ, რომელი მან ჰრქუა: „მოვედ და იხილე“,...
John 11:39
...ისათჳს, ხოლო მან იჴმარა იგი დიდებად ღმრთისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე რაჲ თქუა, დაადგრა ადგილსა მას ორ დღე“ (11,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს დაადგრა? ამისთჳს, რაჲთა მოკუდეს და დაეფლას, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მკუდრეთით აღადგინა იგი. ამისთჳსცა ესეოდენ დაადგრა, ვიდრემდის თქუეს, ვითარმედ: „ყარს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამისა შემდგომად ჰრქუა მოწაფეთა მისთა: გუალეთ, კუალად წარვიდეთ ჰურიასტანდ“ (11,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არასადა განეზრახა მათდა და აწ განაზრახებს? ამისთჳს, რამეთუ ეშინოდა მათ ფრიად, და რაჲთა არა უცნაურად წარვიდეს მუნ და იგინი შეძრწუნდენ, ამისთჳს განაზრახებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა: რაბი, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად“ (11,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ეშინოდა მისთჳსცა, არამედ უფროჲსად თავთა თჳსთათჳს. ხოლო იხილე, ვითარ განამჴნობს მათ ქრისტე:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინ ვიდოდის დღესა, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ჰხედავს ნათელსა ამის სოფლისასა“ (11,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელსა არა ექმნას ბოროტი, იგი ნათელსა შინა ვალს და არა ეშინის ბოროტისაგან; და ეგრეთვე ჩუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ არაჲ ბოროტი მიქ...
..., ამისთჳს წინაჲთვე განგებულებით იქმნებოდა დამტკიცებაჲ სიკუდილისაჲ მის, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მომკუდარ იყო. ეგრეთვე ლაზარეს ზე იქმნა; ჰრქუა მათ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა მათ თჳთ თქუან: „მოვედ და იხილე“; და კუალად ჰრქუეს: „ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“; და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“. არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო მისგან, მოაქცია და, ვითარცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.
„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“; რაჲთა ორივე მტკიცე და განცხადებულ იყოს, მოკუდომაჲცა და აღდგომაჲ, და ვერვის ჴელ-ეწიფებოდის ორგულებაჲ...