მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 11:44

43. And when he thus had spoken, he cried with a loud voice, Lazarus, come forth.44. And he that was dead came forth, bound hand and foot with graveclothes: and his face was bound about with a napkin. Jesus saith unto them, Loose him, and let him go.45. Then many of the Jews which came to Mary, and had seen the things which Jesus did, believed on him.
John თავი 11
44. And he that was dead came forth, bound hand and foot with graveclothes: and his face was bound about with a napkin. Jesus saith unto them, Loose him, and let him go.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა დაფარულად, ხოლო სი მდაბლისა სახეთა სიტყუათა - ფრიად მრავალგზის. ამისთჳსცა მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ იესუ ქრისტე ვინაჲთგან ჰხედვიდა, რომელ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ უმეტესსა სარგებელსა ჰპოებდეს, არა მარადის მდაბლად ეტყოდა, რაჲთა არა შემდგომთა მათ ნათესავთა ვნებისა მიზეზ ექმნას, არცა მარადის საღმრთოჲსა ბუნებისაებრ ეტყოდა, რაჲთამცა იგინი არა დააბრკოლნა, რამეთუ სრულნი ერთისა მიერ სიტყჳსა მაღლისა შეუძლებენ ყოველსავე ცნობად, ხოლო მდაბალნი და ჯერეთ ქუემდებარენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:

...არცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.

„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“; რაჲთა ორივე მტკიცე და განცხადებულ იყოს, მოკუდომაჲცა და აღდგომაჲ, და ვერვის ჴელ-ეწიფებოდის ორგულებაჲ ანუ ურწმუნოებაჲ.

ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ამცნო მამა-დედათა მისთა, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი“, რაჲთა ყოვლით კერძო გუასწაოს ჩუენ სიმდაბლე და არაგამოცხადებაჲ ქველისსაქმეთა ჩუენთაჲ.

სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ

და აწ უკუე, ვინაჲთგან ამას სიტყუასა მოვედით, მნებავს მცირედ მათა მიმართ თქუმად, რომელნი უწესოდ და უზომოდ იგლოენ და ტყებასა იქმან მიცვალებულთათჳს.

გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ მაშინ უფალმან ერი იგი მგლოარე და მტყებარი გარე განასხა. აწ უკუე შენ ნუ მათ თანა განისხმი, არამედ ეგე პეტრეს და იოვანეს და იაკობის თანა. უკუეთუ მაშინ იგინი განასხნა, არა უფროჲსად აწ ქმნასა? რამეთუ მაშინ ჯერეთ არა საცნაურ იყო,...

სრულად ნახვა