მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 12:31

30. Jesus answered and said, This voice came not because of me, but for your sakes.31. Now is the judgment of this world: now shall the prince of this world be cast out.32. And I, if I be lifted up from the earth, will draw all men unto me.
John თავი 12
31. Now is the judgment of this world: now shall the prince of this world be cast out.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ საშჯელი არს ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი ამის სოფლისაჲ განიჴადოს გარე“ (12,31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: და რაჲ შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა მას თანა, რომელი თქუა, ვითარმედ: „ვადიდე და კუალადცა ვადიდო“? გარნა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიადი შეწყობილებაჲ აქუს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ვადიდო“, ამისთჳს გამოაჩინებს სახესაცა დიდებისასა, თუ ვითარი არს, ესე იგი არს, ვითარმედ იგი ქუე დაეცეს და გარე განვარდეს. ხოლო რაჲ არს საშჯელი ამის სოფლისაჲ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამშჯავროჲ იყოს და შურის-გებაჲ. რამეთუ მან მოკლა პირველი კაცი, თანამდებ ცოდვისა ქმნილი, რამეთუ ცოდვისა მიერ შემოვიდა სიკუდილი; ხოლო ჩემ თანა ესე არა უპოვნიეს, რაჲსათჳს უკუე სიკუდიდ მიმცა? ანუ რაჲსათჳს მოუვლინა გულსა იუდაჲსსა მიცემაჲ ჩემი? რამეთუ ნუვინ იტყჳნ აქა, თუ: ღმრთისა განგებულებაჲ იყო. და რაჲმცა ვინ ყო, რამეთუ ესე საქმჱ მისისა სიბრძნისაჲ იყო, ვითარცა მას ენება და ვითარცა მან იცოდა? ხოლო იგი არა თუ ვისმე განეგო, რაჲთამცა ერთმან ვინმე ქმნა საქმჱ იგი, რამეთუ ესე მათისა უკეთურისა გონებისაჲ იყო, რომელთა ქმნეს საქმე იგი, და ეშმაკისაჲ, თუ არა, ღმერთსა არცა იუდაჲსი ენება წარწყმედაჲ, არცა ჰურიათაჲ, უკუეთუმცა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1986 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
თემატური კომენტარი
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...დებულ აღდგომას.

პასექის სიხარულით აღვსილი, უფლისა და თქვენი სიყვარულით გამთბარი, ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრების მიერ თითქმის 2000 წლის მანძილზე რწმენითა და სასოებით წარმოთქმული სიტყვებით გულითადად გილოცავთ:

ქრისტე აღდგა!

სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისაა (), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.

„თუმც ადამიანის სულს, - წერს ნეტარი ავგუსტინე, - სამართლიანად უწოდებენ უკვდავს, მაგრამ იგი თავისებურად მაინც კვდება. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს. ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს, რომელსაც წმიდა წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს... ეს სიკვდილი ყველა უბედურებაზე უფრო მძიმე და საზარელია, რადგანაც იგი სულისა და ხორცის გაყრას კი არ ნიშნავს, არამედ მათ შეერთებას საუკუნო სატანჯველისთვის“ (წმ. მამათა შრომების დამატება, ნაწილი XV, გვ.625, მ. 1856).

იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (16,33).:

...(შდრ. იოან. 16,33) არა აწ ოდენ, რაჟამს მივეცემი, არამედ შემდგომად ამისაცა, გარნა მჴნე იყვენით გონებითა თქუენითა, რამეთუ არარაჲ ბოროტი მოიწიოს თქუენ ზედა. რაჟამს მოძღუარი სძლევდეს მტერთა, მოწაფეთა არა უჴმს შიში. რამეთუ მითქუამს პირველვე, ვითარმედ მთავარი სოფლისაჲ დამიცემიეს, ; (16,11) და კუალადცა სცნათ, რაჟამს ყოველნი გმორჩილობდენ თქუენ.

სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს

შესაძლებელ არს უკუე ჩუენ მიერცა ძლევაჲ, უკუეთუ გუენებოს, სასოებითა წინამძღურისა მის სარწმუნოებისა ჩუენისაჲთა, და ვიდოდით გზასა მას, რომელი მან წარვლო, და ესრეთ ვერცა სიკუდილმან მძლოს ჩუენ. და არა თუ არა მოვკუდეთ. ნუვინ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მოვკუდეთ, არა მძლე ვართ სიკუდილისა. რამეთუ მჴედარიცა მაშინ არს ახოვან, რაჟამს ჰბრძოდიან და იგი სძლევდეს, და არა თუ რაჟამს არა ებრძოდიან მტერნი. და ჩუენ მაშინცა ვიყვენით მოკუდავ, უკუეთუმცა სრულიად მას შინა დავადგრებოდეთ. და ჩუენცა უკუე არა ვართ ამისთჳს მოკუდავ, რომელ მას შინა შევალთ, არამედ ვინაჲთგან არა დავადგრებით მას შინა, ამისთჳს უკუდავ ვართ. ხოლო უკუეთუ ვინ განხრწნასა ჴორცთასა იტყოდის, არა განიხრწნებიან ესრეთ, რაჲთა მარადის ხრწნილ იყვნენ, არამედ რაჲთა უმჯობეს იქმნნენ.

ვსძლოთ უკუე...

სრულად ნახვა