თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს დაიმალა აწ, ვინაჲთგან არცა ქვები აღიღეს, არცა სიტყუაჲ ბოროტი ჰრქუეს? გარნა იგი მხედველი იყო გულთაჲ და ჰხედვიდა, ვითარმედ აღგზნებულ იყო გულისწყრომაჲ მათი, და წარვიდა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა შურსა მათსა. და იხილე, ვითარ მოასწავა ესე მახარებელმან, რამეთუ მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: „ესეზომი სასწაული ქმნა იესუ წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისი“ (12,37). რომელნი ესეზომნი? რაოდენნი მახარებელსა არა დაუწერიან, რამეთუ ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ უმრავლესნი იგი სასწაულნი მისნი არა დაუწერიან. ; (21,25) ხოლო ქრისტე განეშორა და კუალად მოვიდა რაჲ, ეტყოდა, ვითარმედ: „რომელსა მე ვჰრწმენე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“. რამეთუ მარადის ესრეთ იქმს: იწყებს სიტყუათაგან მდაბალთა და მიიყვანებს სიტყუასა თჳსსა მამისა მიმართ და აღამაღლებს სიტყუასა თჳსსა; და რაჟამს იხილოს განფიცხებაჲ მათი, წარვალს მათგან და მერმე კუალად მოიწევის მათა მიმართ, კუალად მდაბალთა სიტყუათა მიერ იწყებს თქუმად, ვითარცა-იგი თქუა რაჲ,...
John 12:36
ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა - წმიდა სინოდის წევრთა, მოძღვართა, ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი, წმიდა და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა მის საზღვრებს გარეთ
ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაითა ძე ნათლის იყვნეთ. (იოანე, 12, 36)
ძვირფასნო და ღვთივგანბრძნობილნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, კურთხეული ივერიის კურთხეულნო შვილნო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ ას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.
პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხოვარმა დამაშვრალ კაცობრიობას მიმართა, იყო „გიხაროდენ!“ სწორედ ეს სიხარული წყურია თანამედროვე ადამიანს. ამიტომაც მე დღეს ღვთიური მადით აღვსილი, თქვენც ამ სიხარულს გიზიარებთ.
გიხაროდეთ!
ქრისტე აღდგა!
რა არის მიზეზი ჩვენი დღევანდელი სიხარულისა? მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დღეს ყოველდღიური საზრუნავი...
...ა მოტევებაჲ და სულსა წმიდასაცა, ისმინე, ძისათჳს ვითარ ეტყჳს ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა შენდობად ცოდვათა“; ; ; და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს...
...იტყჳს: „ნუვის ჰხადით მამად ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მოძღუარი და მამაჲ თქუენი“. ხოლო ერთი ესე არა თუ მამისათჳს ოდენ თქუმულ არს, არამედ თავისა თჳსისათჳსცა, რამეთუ უკუეთუმცა არა თავისა თჳსისათჳსცა იტყოდა, ვითარმცა თქუა, თუ: „რაჲთა იქმნნეთ შვილ ნათლისა“? ანუ უკუეთუ მამასა ოდენ იტყჳს მოძღურად, ვითარ იტყჳს აწ, ვითარმედ: „ვარო“?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი ვართ, მოყუასთა ჩუენთა არა უყოფდეთა? რამეთუ ამისთჳს მან უზეშთაესი სახჱ გჳჩუენა ჩუენ, რაჲთა ჩუენ მას ვხედვიდეთ და უდარჱსსა ვიქმოდით.
სადა არიან აწ, რომელნი მოყუასთა შეურაცხ-ჰყოფენ? და უფალმან მიმცემელისა მის თჳსისა ფერჴნი დაჰბანნა, უკეთურისა მის და მპარავისა, და ჟამსა მას მიცემისასა, რომელი-იგი უკურნებელ იყო, და ზიარ ტაბლისა თჳსისა ყო, და შენ ჰზუაობა მოყუასსა ზედა და წა...