მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 13:14

13. Ye call me Master and Lord: and ye say well; for so I am.14. If I then, your Lord and Master, have washed your feet; ye also ought to wash one another's feet.15. For I have given you an example, that ye should do as I have done to you.
John თავი 13
14. If I then, your Lord and Master, have washed your feet; ye also ought to wash one another's feet.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი ვართ, მოყუასთა ჩუენთა არა უყოფდეთა? რამეთუ ამისთჳს მან უზეშთაესი სახჱ გჳჩუენა ჩუენ, რაჲთა ჩუენ მას ვხედვიდეთ და უდარჱსსა ვიქმოდით.

სადა არიან აწ, რომელნი მოყუასთა შეურაცხ-ჰყოფენ? და უფალმან მიმცემელისა მის თჳსისა ფერჴნი დაჰბანნა, უკეთურისა მის და მპარავისა, და ჟამსა მას მიცემისასა, რომელი-იგი უკურნებელ იყო, და ზიარ ტაბლისა თჳსისა ყო, და შენ ჰზუაობა მოყუასსა ზედა და წარბთა აღიმაღლება? აწ უკუე ურთიერთას ფერჴთა დავჰბანდით და მონათაცა ჩუენთა. რამეთუ რაჲ დიდ არს, უკუეთუ მონათა ფერჴნი დავჰბანნეთ? რამეთუ აქა მონებაჲ და უფლებაჲ სახელთანი ოდენ განყოფილებანი არიან, ხოლო მუნ - საქმეთა ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ბუნებით იგი უფალ იყო და ჩუენ - მონანი, და არა უღირს-იჩინა მან დაბანაჲ ფერჴთაჲ. რაჲ უკუე მიუგოთ, რომელთა ესევითარნი სახენი სიმდაბლისანი მქონან და ყოვლადვე არა ვჰბაძავთ, არამედ უფროჲსად წინააღმდგომსა ვიქმთ და ვმაღლოვით, ვი-თარცა ბუნებით უფალნი, და თანანადებსა არა...

სრულად ნახვა
მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან თქმულნი, და საქმენი, მისგან შესრულებულნი. ნაცვლად ჩვენისა სიტყვისა თქვენი მხრითგან არის დღეს საჭირო მომატებული გულის ხმის ყოფით სმენა და ხედვა ყოვლისა, რაიცა წაიკითხება და აღსრულდება დღეს საყდარში. მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის სასოებით და ერთგულად უნდა სდგეს და ისმენდეს საყდარში, გარნა დღეს მომატებულის გრძნობით უნდა სდგეს იგი აქა. დღეს დაასრულა მაცხოვარმან საფუძველი ახლის აღთქმისა, დღეს მისცა მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღესა მისცა მან უმაღლესი სახე...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება დიდ ხუთშაბათს ფეხის ბანვაზე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...

მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:

...მიერ და მოგჳყვანნა სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რაჲთა ჩუენცა ძალისაებრ ჩუენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რაჲ ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძ-ღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ფერჴთა დაბანაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა მე ვქმენ, ეგრეცა თქუენ იქმოდეთ“, არა თუ ფერჴთა დაბანისათჳს ოდენ თქუა, არამედ ყოვლისათჳსვე.

ეგრეთვე უკუე ჩუენ, გინა თუ ბოროტი ვინ იყოს, გინა თუ კეთილი, კეთილის-ყოფად ნუ დავსცხრებით, და მრავალგზის იპოვოსცა კაცი დიდი წინაშე ღმრთისა, რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა, და მერმე შეიწყნარნა ანგელოზნი. ეგრეთვე ჩუენცა მივემთხჳნეთ კაცთა მაღალთა, უკუეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდით. დაღაცათუ აქა არა მივემთხჳნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცისა, ვისთჳს ვიქმთ მოწყალებასა? ესე უკუე ყოველი გულისხმა-ვყოთ და მარადის ვიქმოდით ქველისსაქმესა ჭირვეულთა ზედა და მივიდოდით საპყრობილესა შინა მყოფთა მიმართ, რაჲთა მათცა ვარგოთ და ჩუენცა ვირგოთ უმეტესი, და ღმერთი იდიდოს ჩუენ ზედა, და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,...

სრულად ნახვა