მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 13:24

23. Now there was leaning on Jesus' bosom one of his disciples, whom Jesus loved.24. Simon Peter therefore beckoned to him, that he should ask who it should be of whom he spake.25. He then lying on Jesus' breast saith unto him, Lord, who is it?
John თავი 13
24. Simon Peter therefore beckoned to him, that he should ask who it should be of whom he spake.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მან მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“ (13,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მონათა ღმრთისათა მსახურებისა და განსუენებისა სასყიდელი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ხოლო რაჲმცა სწორ იყო ქრისტჱს და მამისა მისისა შეწყნარებისა? ხოლო რაჲსათჳს, რომელ თქუა რაჲ, ვითარმედ: „უკუეთუ იცით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფთ ამას“, და მეყსეულად შეუდგინა ესე, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“?

გარნა ამისთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა განსლვაჲ სოფლად და თავს-დებაჲ მრავალთა ჭირთაჲ, ამისთჳს ორითა სახითა ნუგეშინის-სცემს: ერთად, რომელ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მე გაჴსოვდე და იჴსენებდეთ ყოველსა, რომელი მე თავს-ვიდევ, ყოველივე ადვილად თავს-იდვათ; და კუალად მეორედ, რამეთუ მათთა შემწყნარებელთა ესევითარი სასყიდელი აღუთქუა. და ორივე იგი მით მოასწავა, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...არს აქა ძიებაჲ, თუ რაჲსათჳს არას იტყჳან აქა მოციქულნი, ხოლო უკუანაჲსკნელსა მას თქუმასა მისსა შეშინდეს და თჳთოეული ეტყოდა, „ნუუკუე მე ვარო?“ ; და „პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა კითხვად მიმცემელისა მისთჳს, თუ ვინ არს“. რაჲ არს უკუე მიზეზი ამისი? რამეთუ ვინაჲთგან არა ეთქუა პეტრესდა, თუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა დაუტევეს და იგინი ოდენ დაადგრეს მის თანა, პეტრჱს მიერ ყოველნივე აღიარებდეს მას ქრისტედ; რაჲთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...ფისასა, რომელსა-იგი შთავარდა ზუაობისაგან და რომელ-იგი სიტყუაჲ უგო უფალსა და ეტყოდა: „და-ღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ“.

რაჲ არს ესე, პეტრე? ოდეს-იგი თქუა: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, გეშინოდა, ნუუკუე შენ ხარ მიმცემელი, და აიძულებდი საყუარელსა მას მოწაფესა კითხვად, თუ: „ვინ არს?“ და აწ განცხადებულად თქუა უფალმან, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა“; სიტყუას-უგება, და არა ერთგზის, არამედ ორგზისცა?

ვინაჲ უკუე იქმნა ესე? ფრიადისა მის სიყუარულისაგან, რომელ აქუნდა მას უფლისა მიმართ. ვინაჲთგან ურვისა მისგან განერა განმცემელობისა და განმცემელი იგი იხილა, მინდობით იტყოდა ყოველთა უმჴნეს ყოფად და თქუა: „დაღაცათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მომართ“. დაერთო სიტყუასა ამას შინა ზუაობაჲცა. რამეთუ სერობასა მას იყო ცილობაჲ მათ შორის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?“

ამისთჳს არა თუ მიავლინა მან უარის-ყოფად. ნუ იყოფინ! არამედ განაშიშულა ოდენ თჳსისა შეწევნისაგან და მერმე ემხილა კაცობრივსა უძლურებასა.

იხილეთ უკუე, ამისა შემდგომად ვითარ განისწავლა. და შემდგომად აღდგომისა ჰკ...

სრულად ნახვა